კულტურა

თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი გაიმართა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის „თეატრალურ დარბაზში” თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის საპრეზენტაციო კონცერტი გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ახლად შექმნილმა ორკესტრმა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილია, ხოლო დირექტორი, კომპოზიტორი და პროდიუსერი მიხეილ მდინარაძე, საზოგადოებას საკმაოდ რთული პროგრამა წარუდგინა. კონცერტზე ბეთჰოვენის, მოცარტის, შუბერტის მუსიკალური ნაწარმოებები შესრულდა.

„ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი დაესწრნენ.

თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც 15-დან 28-წლამდე ასაკის მუსიკოსებს აერთიანებს, მუნიციპალური დაფინანსებით შეიქმნა.

ორკესტრი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ისტორიულ დარბაზში კონცერტებს პერმანენტულად გამართავს, რა დროსაც კლასიკურ მუსიკასთან ერთად, არაერთ საინტერესო და ექსპერიმენტულ პროექტს წარადგენს“, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

“მიმინოს” გმირს მინსკში ძეგლი დაუდგეს

ადმინისტრატორი

ვიცოდი, რომ ფილმში თამაში არაერთგვარონ დამოკიდებულებას გამოიწვევდა – ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” მთავარი როლის შემსრულებელი

ადმინისტრატორი

მერაბ კოსტავას ხსოვნის საპატივსაცემოდ გამოფენა გაიხსნება

ადმინისტრატორი

არქეოლოგიური ექსპედიცია ცუცხვათის მღვიმოვანში მუშაობას განაგრძობს

ადმინისტრატორი

ცაგერის მუნიციპალიტეტში ჯგუფმა “ეგარი” სოლო კონცერტი გამართა

ადმინისტრატორი

მარაბდაში ცხრა ძმა ხერხეულიძისა და 9 ათას დაღუპულ ქართველთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ადმინისტრატორი