მსოფლიო

უინსტონ ჩერჩილის შვილიშვილი ნიკოლას სომსი ბრიტანეთის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციიდან გარიცხეს

დეპუტატები, რომლებმაც პარლამენტის დღის წესრიგის ცვლილებას პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მოწოდების მიუხედავად მხარი დაუჭირეს, კონსერვატიული ფრაქციიდან გარიცხეს. ისინი მომავალ არჩევნებში ამ პარტიის სახელით მონაწილეობის მიღებას ვეღარ შეძლებენ. დღის წესრიგის ცვლილებას ხმა მისცა კონსერვატიული პარტიის („ტორის“) 21-მა დეპუტატმა. მათ შორის აღმოჩნდნენ უინსტონ ჩერჩილის შვილიშვილი ნიკოლას სომსი. ჩერჩილის 71 წლის შვილიშვილი ნიკოლას სომსი პარლამენტის წევრია 1983 წლიდან. მას 2014 წელს დედოფალმა რაინდობა მიანიჭა.

მსგავსი სიახლეები

ინგლისში სატვირთო მანქანაში ნაპოვნი ცხედრების საქმეზე კიდევ 2 ადამიანი დააკავეს

ადმინისტრატორი

რუსეთი ამერიკას სანქციების გამო, საპასუხო ზომებით დაემუქრა

ადმინისტრატორი

სტამბოლში პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა მიმდინარეობს

ადმინისტრატორი

აშშ-მა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ვიზაზე უარი უთხრა

ადმინისტრატორი

ყასემ სოლეიმანის დაკრძალვა გადაიდო

ადმინისტრატორი

ჰილარი კლინტონმა ტრამპს რუსეთის მარიონეტი უწოდა

ადმინისტრატორი