კულტურა

ეროვნული გალერეა ტრიესტის ძველი ხელოვნების ეროვნული გალერეის საგანძურს უმასპინძლებს

ეროვნული გალერეაში გამოფენა „ფერი ტინტორეტოდან კანალეტომდე“ 27 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე გაიმართება. თბილისში იტალიის საელჩოს ინფორმაციით, ტრიესტის ძველი ხელოვნების გალერეაში დაცული ტინტორეტოს, გუერჩინოს, ბერნარდო სტროცის, ანტონიო კანალეტოს, ჯოვან ლორენცო ბერნინისა და სხვა იტალიელი ფერმწერების ნამუშევრები უკვე თბილისშია. ექსპოზიცია „ფერი ტინტორეტოდან კანალეტომდე“ პროგრამა „Vivere ALL’italiana“-ს ნაწილს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც ჩატარებული გამოფენები საქართველოში 150.000-ზე მეტმა დამთვალიერებელმა მოინახულა. ექსპოზიცია დამთვალიერებელს სთავაზობს იმდროინდელი მხატვრობის სტილებისა და ჟანრების (პორტრეტის, პეიზაჟისა და ნატურმორტის) ვრცელ პანორამას. ისტორიული, ალეგორიულ-რელიგიური და მითოლოგიური თემატიკის ფერწერის გარდა, აქ წარმოდგენილია ყოფის ამსახველი სცენები და ასევე, ანტონიო კანალეტოს ვენეციის ხედების ოთხი ესკიზი.

მსგავსი სიახლეები

ვენეციის კინოფესტივალზე დიმიტრი მამულიას ფილმის პრემიერა შედგა

ადმინისტრატორი

თბილისს კონფერნეციის ფარგლებში 10 ქვეყნის 100 IT ნოვატორი სტუმრობს

ადმინისტრატორი

“გოსფილმოფონდიდან“ დღეს საქართველოში კიდევ 17 ქართული ფილმი დაბრუნდა

ადმინისტრატორი

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ჩოხატაურის სოფელ გორა-ბერეჟოულში ერისთავების სასახლის სრული რეაბილიტაცია მოხდება

ადმინისტრატორი

კიდევ ორი ქართველი მოდელი, ამჯერად GUCC-ის ჩვენებაზე გამოვიდა

ადმინისტრატორი

ოსკაროსანი მსახიობი ჯარედ ლეტო “ბლექ სი არენაზე” საკუთარ ბენდთან “30 seconds to Mars-თან” კონცერტი გამართა

ადმინისტრატორი