საზოგადოება

“საქნახშირი” მუშების პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„მოგეხსენებათ, ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ნახშირმოპოვებითი სამუშაოები 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ, პრემიერ- მინისტრის ბრძანებით შეჩერებულია. ტყიბულის შახტებში ხორციელდება მხოლოდ უსაფრხოებიდან გამომდინარე სავენტილაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები. მიუხედავად ამისა, მოცემულობიდან გამომდინარე, კომპანია „საქნახშირისა“ და სახელმწიფოს თანადგომით ამ 13 თვის განმავლობაში უწყვეტად ხდებოდა პერსონალისთვის ხელფასების გაცემა, სადაზღვევო ხარჯების ანაზღაურება, მიმდინარე საოპერაციო ხარჯების დაფარვა. რაც ყოველთვიურად მილიონ ორასი ათას ლარზე მეტს შეადგენს და თითქმის 20 მილიონ ლარამდეა მთლიანობაში.ამ დროისთვის კომპანია „საქნახშირი“ დადგა რეალური ფინანსური პრობლემების წინაშე, ინფორმაცია ცნობილი იყო ტყიბულში დასაქმებულებისათვისაც. ამ დროისათვის კომპანია აქტიურ რეჟიმში აწარმოებს კონსულტაციებს სახელმწიფოსთან ერთად, რათა ერთობლივად გამოინახოს გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

საქართველოს უნივერსიტეტმა “მთავარი არხის” წილი იყიდა

ადმინისტრატორი

არასამთავრობო ორგანიზაცია “ემპათია”-ს წარმომადგენელმა სტუდენტებმა შიმშილობა დაიწყეს

ადმინისტრატორი

საქართველოში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ათენში აქცია გაიმართა

ადმინისტრატორი

პაატა სალიას თქმით “რუსთავი 2“-ს შესყიდვით დაინტერესებული პირი არ გამოჩენილა

ადმინისტრატორი

რომის პაპმა ილია მეორე ვატიკანში მიიწვია

ადმინისტრატორი

წყალტუბოში განახლებული ბალნეოლოგიური კურორტი გაიხსნა

ადმინისტრატორი