ეკონომიკა

Royal Swinkels Family Brewers-მა ლუდსახარში „არგოს“ 40% შეისყიდა

ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის ოფიციალური ცერემონიალი ლუდსახარშ „არგოს“ ქარხანაში გაიმართა. ღონისძიებას სვინკელების ოჯახის წარმომადგენლები, კომპანია „არგოს“ გენერალური მენეჯერი ვასილ სულხანიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ბიზნესმენი თემურ ჭყონია და სხვა სტუმრები დაესწრნენ. ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა კომპანია „არგოს“ გენერალურმა მენეჯერმა ვასილ სულხანიშვილმა. როგორც მან აღნიშნა, Royal Swinkels Family Brewers-ის წარმომადგენლებს ინვესტიცია ძალიან საინტერესოდ მიაჩნიათ, რადგან ამ კუთხით მომგებიანობა გაიზრდება, რაც ქვეყნისთვის დამატებითი შემოსავალია.საქართველოში ინვესტიციის განხორციელების მიზეზები განმარტა Royal Swinkels Family Brewers-ის აღმასრულებელმა დირექტორმაპიერ სვინკელსმა, რომელიც იმედოვნებს, რომ ურთიერთობა კომპანია „არგოსთან“ მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება.

მსგავსი სიახლეები

კახელი მევენახეები ნიკა გვარამიას განცხადებას აპროტესტებენ

ადმინისტრატორი

15-16 ოქტომბერს “უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი იმართება

ადმინისტრატორი

კოჯორში ახალგაზრდული სოფელი აშენდება

ადმინისტრატორი

საქართველოში ახალი პროექტი „ეროვნული პარკები და ეკოტურიზმი“ იწყება

ადმინისტრატორი

ის რაც მედიის ყურადღების მიღმაა – რა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება რეგიონებში

ადმინისტრატორი

თეთრიწყაროში ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცათ

ადმინისტრატორი