კულტურა

იტალიაში გუსტავ კლიმტის 22 წლის წინ მოპარული ნახატი იპოვეს

გენიალური ავსტრიელი მხატვრის გუსტავ კლიმტის 22 წლის წინ მოპარული ნახატი “ქალის პორტრეტი” იტალიის ქალაქ პიაჩენცას გალერეა “რიჩი ოდის” კედელში აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ პორტრეტი წლების წინ ამავე გალერეიდან მოიპარეს.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, შავ ჩანთაში მოთავსებული ნახატი კედლებს შორის არსებულ დანაყოფებში მებაღემ აღმოაჩინა. გალერეის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, ნახატი მისი მოპარვის დღესვე მოათავსეს ქურდებმა კედელში და მისი გალერეიდან გატანა ვეღარ მოახერხეს. ნახატი უკვე გაიგზავნა ექსპერტიზაზე, რათა მისი ავთენტურობა დადასტურდეს.

“ქალის პორტრეტის” მოპარვა ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ დანაშაულად ითვლებოდა. ის 66 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

მსგავსი სიახლეები

ჯესი ჯეი „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს

ადმინისტრატორი

აწყურის საკათედრო ტაძრის რესტავრაციისას, სავარაუდოდ, მე-11 საუკუნის კანკელი აღმოაჩინეს

ადმინისტრატორი

მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს წელს საქართველოც უერთდება

ადმინისტრატორი

ზუგდიდში, სავარაუდოდ, გვიანი ნეოლითური ხანის სამუშაო იარაღები აღმოაჩინეს

ადმინისტრატორი

თბილისში ლასკალას კამერული ორკესტრის კონცერტი გაიმართება

ადმინისტრატორი

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში წიგნის „ბერმონაზვნობის დასაწყისი საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა

ადმინისტრატორი