დაე საზოგადოება

თავში ავარდნა მოსდევს ხოლმე ორჯერ გამარჯობის თქმას – დიღმელაშვილი გრიგოლ ვაშაძეზე

ასე გამოეხმაურა გრიგოლ ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას “სირცხვილიას” აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი.

“შეგახსენებთ, ეს ის კაცია, რომელიც ზაფხულში, აქციებზე, სცენაზე კი არა, სცენის უკანაც არ შემოუშვა ჩვენმა დაცვამ. ორჯერ გამარჯობის თქმას მოსდევს ხოლმე თავში ავარდნა რიგ შემთხვევებში. კარგია, რომ ნოდარ რუხაძემ წინდახედულობა გამოიჩინა და შეინახა ის ისტორიული დოკუმენტი, რომელზეც ჩამოვწერეთ 21 ივნისს წამოყენებული 3 მოთხოვნა. პარტიებთან პირობა ერთი იყო: ისარგებლებდნენ ჩვენი სცენით, თუ იზიარებდნენ ჩვენს მოთხოვნებს, არაფერს აკლებდნენ და არაფერს ამატებდნენ მათ. ძალიან არასწორ ეგოს შეეხო,” – წერს “სირცხვილიას” აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი.

“სირცხვილიას” აქტივისტები აცხადებენ, რომ კატეგორიულად არ ეთანხმებიან “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის განცხადება, რომ პროპორციული არჩევნები ხელისუფლებას “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაადებინა” და ამბობენ, რომ 20 ივნისის მოვლენების დროს აქტივისტებმა პოლიტიკურ პარტიებთან შეთანხმება დადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კი პარტიები მათ მოთხოვნებს გაიზიარებდნენ, პოლიტიკოსები შეძლებდნენ ორგანიზატორთა ტრიბუნით ესარგებლათ.

მსგავსი სიახლეები

პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ დევნილებს ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდებათ

ადმინისტრატორი

ამ წუთებში საპროკურორო საბჭოში ირაკლი შოთაძეს უსმენენ

ადმინისტრატორი

თბილისის მერია ელექტრომობილების მფლობელებს დამტენებს უფასოდ დაუმონტაჟებს

ადმინისტრატორი

ჩარიცხვებისა და მოპოვებული დაფინანსების სტატისტიკა

ადმინისტრატორი

ენერგოომბუდსმენი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ადმინისტრატორი

პატრიარქის ნათლული დღეს 500-მდე ბავშვი გახდა

ადმინისტრატორი