მსოფლიო

ახალი კორონავირუსის გამო, ჩინეთი კიდევ ერთ ქალაქში შესვლაზე და გადაადგილებაზე აწესებს შეზღუდვებს

ჩინეთი, უხანის შემდეგ კიდევ ერთ ქალაქში, ხუანგანში შესვლაზე და გადაადგილებაზე აწესებს შეზღუდვებს. აღნიშნულ ზომებს ქვეყანა, ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად იღებს. ქალაქის მცხოვრებლებს რეკომენდაცია მიეცათ, სპეციალური მიზეზის გარეშე, ქალაქი არ დატოვონ.

მედიის ცნობით, ხუანგანი ვუხანთან ახლოს მდებარეობს. ქალაქში დაიხურა გასართობი ადგილები, კინოები, თეატრები, ინტერნეტ კაფეები. ქალაქის მიმართულებით არ მოძრაობს ტრანსპორტიც.

შეგახსენებთ,რომ დაუდგენელი კორონავირუსი 12-დან 29 დეკემბრის პერიოდში ჩინეთის უხანის პროვინციაში გამოვლინდა, როდესაც ის ზღვის პროდუქტების ბაზრის რამდენიმე თანამშრომელს აღმოაჩნდა. ამ დროის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 17-ს, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობამ 571-ს მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

მალის დედაქალაქში წყალდიდობის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

ადმინისტრატორი

რა არის რუსი ჟურნალისტი იულია იუზიკის ირანში დაკავების მიზეზი?!

ადმინისტრატორი

ფაშინიანი სომეხთა გენოციდის აღიარებას მიესალმება

ადმინისტრატორი

ნატო-ს არ აქვს მიზეზი, არ დაიჯეროს, რომ უკრაინული თვითმფრინავი ირანუმა ჩამოაგდო – იენს სტოლტენბერგი

ადმინისტრატორი

ერდოღანი ლიბიაში ჯარებს გაგზავნის

ადმინისტრატორი

დუბაიში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ადმინისტრატორი