სპორტი

ძალოსანმა შოთა მიშველაძემ მსოფლიო თასზე სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა

რომის ფიცარნაგზე ძალოსნები პირველობასთვის ბრძოლასთან ერთად ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულების მოსაგროვებლადაც იბრძვიან. საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე 4 ძალოსნით არის წარდგენილი: შოთა მიშველიძე (61კგ), გოგა ჩხეიძე (67კგ), ანტონ პლესნოი (96კგ) და ლაშა ტალახაძე (+109კგ).

დღეს პირველობისთვის შოთა მიშველაძე იბრძოდა. ატაცში მან თანმიმდევრულად დასძლია 123 კგ, 128 კგ და 131 კგ და მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა. სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა მიშველაძემ აკვრაშიც (145კგ, 151 კგ, 155 კგ) და ამ მოძრაობაშიც მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ორჭიდის ჯამში შოთა მიშველაძე მხოლოდ 56 წონით კატეგორიის მსოფლიო ჩემპიონს, ამჟამად 61 კგ წონაში მოასპარეზე ვიეტნამელ ტუან ტაჩ კიმს ჩამორჩა (132+161) და მსოფლიო თასის ვერცხლი მედლის მფლობელი გახდა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოს რაგბის კავშირის არჩევნები 24 თებერვალს გაიმართება

ადმინისტრატორი

ნიკოლოზ სალბიშვილმა მორიგი რეკორდი დაამყარა

ადმინისტრატორი

„ნორჩი დინამოს“ საფეხბურთო აკადემიას გიორგი დემეტრაძე უხელმძღვანელებს

ადმინისტრატორი

ჯაბა ჯიღაურმა ფრანგულ “გრენობლთან” კონტრაქტი გაწყვიტა

ადმინისტრატორი

ტოჩინოშინი აკი ბაშოს პირველ დღეს დამარცხდა

ადმინისტრატორი

ვარლამ ლიპარტელიანი პარიზის გრან სლემის ვერცხლის მედლის მფლობელია (ვიდეო)

ადმინისტრატორი