პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს მოუწოდა, რუსეთს საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გადახდა აიძულოს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, დელეგატებს მოუწოდა აქტიურად ჩაერთონ რუსეთის იძულებაში, რათა მან დაუყოვნებლივ შეასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება  – საქართველოს 1500 მოქალაქისთვის 10 მილიონი ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდასთან დაკავშირებით.

“2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია – ეს საქმე საქართველომ 2014 წელს მოიგო. მაგრამ, დიდი პალატის გადაწყვეტილებით, მხოლოდ 2019 წლის 31 იანვარს დაეკისრა რუსეთს საქართველოს 1500 მოქალაქისთვის 10 მილიონი ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა. რუსეთს დღემდე არ შეუსრულებია თავისი ვალდებულება. ამიტომ მინდა გავიმეორო ჩვენი ხელისუფლების მოწოდება ევროპის საბჭოსა და მის წევრების მიმართ, აქტიურად ჩაერთონ რუსეთის იძულებაში, რათა მან დაუყოვნებლივ შეასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება. ორმაგი სტანდარტი არა მარტო მიუღებელია, არამედ აზიანებს ორგანიზაციას და მის პრინციპებს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნიკა მელიას ადგილს პარლამენტში ბადრი ბასიშვილი დაიკავებს

ადმინისტრატორი

ნინო ბურჯანაძე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შეხვდა

ადმინისტრატორი

დღევანდელი შეხვედრით დაკეტილი კარი იხსნება – დავით უსუფაშვილი

ადმინისტრატორი

ნათია თურნავა: თუ ვინმე მუშაობს იმისთვის, რომ მეტი არჩევანი ჰქონდეს ქართველ გლეხს, ქართველ მეღვინეს, მევენახეს ეს არის ჩვენი მთავრობა

ადმინისტრატორი

თამარ ხულორდავა: ევროპასთან ინტეგრაცია, რა თქმა უნდა, რჩება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად

ადმინისტრატორი

საქართველო “დემოკრატიათა თანამეგობრობის” მმართველი საბჭოს 30-ე წევრი გახდა

ადმინისტრატორი