დაე კულტურა

სტრასბურგში ქართული კულტურის, ისტორიის, ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის სამტომეულის პრეზენტაცია გაიმართა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის საბჭოში საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის  მინისტრთან, მიხეილ ჩხენკელთან ერთად, ეთნომუსიკოსისა და ლოტბარის, ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი ქართული კულტურის, ისტორიის, ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის ინგლისურენოვანი სამტომეულის პრეზენტაციას უმასპინძლა.

“სამტომეული, რომელიც საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” დაფინანსებით გამოიცა, აერთიანებს ნაშრომებს როგორც სამუსიკო ფოლკლორისა და საეკლესიო მუსიკის, ასევე, არქეოლოგიის, არქიტექტურის, საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის შესახებ. მას თან ერთვის აუდიო- ვიდეო მატარებელი (Flash-drive), სადაც შესულია 1901 წლიდან დღემდე ჩაწერილი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების, საკრავიერი მუსიკისა და ხალხური ცეკვების 2491 ნიმუში”, – ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი გამართლდა

ადმინისტრატორი

ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან კანდიდატს წარადგენს

ადმინისტრატორი

იზოლაციის 5 თვე – საოკუპაციო ზოლი კვლავ ჩაკეტილია

ადმინისტრატორი

არის რაღაცეები რაც არ შეიძლება იკადრო – სერგეენკო C ჰეპატიტის პროგრამაზე აუდიტის დასკვნის შესახებ

ადმინისტრატორი

ყინწვისის ტაძარში სასულიერო პირებმა იატაკი თვითნებურად დააგეს

ადმინისტრატორი

ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი ყველაზე პრესტიჟული პანევროპული კინემატოგრაფიული პრემიის ნომინანტთა სიაშია

ადმინისტრატორი