დაე კულტურა

“ჩემი ბედნიერი ოჯახი“ – ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია

ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის “ჩემი ბედნიერი ოჯახი“ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცა. The New York Times სტატიას აქვეყნებს, სადაც ფილმი “ნეტფლიქსზე” სანახავ 50 საუკეთესო ნამუშევარში მოხვდა.

სწორედ ეს ფილმი გახდა პირველი, რისი გლობალურად დისტრიბუციის უფლებაც “ნეტფლიქსმა” იყიდა. 2017 წელს გადაღებული სურათი საქართველოს, საფრანგეთის და გერმანიის ერთობლივი კინოპროდუქციაა, რომელიც საქართველოს კინემატოგრაფის ეროვნული ცენტრისა და კინემატოგრაფიის ევროპული ფონდის ევრიმაჟის ხელშეწყობით შეიქმნა. უმრავი ჯილდოს მფლობელმა ფილმა კინოკრიტიკოსების აღიარებაც დაიმსახურა და ცნობილი გამოცემების ყურადღების ცენტრშიც მოხვდა.

“ჩემი ბედნიერი ოჯახი” რეჟისორებმა 2017 წელს გადაიღეს და მას შემდეგ არაერთი კინოფესტივალისა თუ საერთაშორისო კინოკრიტიკოსების აღიარება დაიმსახურეს.

ფილმში მთავარ როლებს მერაბ ნინიძე და ია შუღლიაშვილი ასრულებენ. ფილმის მსგავსად მსახიობიც მოექცა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში და ცნობილმა პორტალმა Taste of Cinema დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში ია შუღლიაშვილი 10 საუკეთესო ქალ მსახიობთა სიაში მოიხსენია. 

მსგავსი სიახლეები

ადრე მტრები – ახლა მეგობრები? ნაციონალების ვითომ სოლიდარობა ცოტნეს?

ადმინისტრატორი

მთის კურორტებზე სასტუმროების ნაწილს წყალი არ მიეწოდება

ადმინისტრატორი

თბილისში საფორტეპიანო მუსიკის ფესტივალი გაიმართება

ადმინისტრატორი

თბილისის სამხატვრო აკადემიის რეაბილიტაცია 2 თვეში დასრულდება

ადმინისტრატორი

ცხვრებივით ჩამოყრილი, არა ადეკვატური ხალხი – იაგო ხვიჩია 14 დეკემბერს გამართულ პრო ევროპულ აქციაზე

ადმინისტრატორი

სრულად მაჟორიტარული სისტემა აბსოლუტურად გაუმართლებელია – სიმონ ნოზაძე

ადმინისტრატორი