დაე სპორტი

სხვა გამოსავალი არ დამიტოვეს – ზურაბ დათუნაშვილმა სერბეთის მოქალაქეობა მიიღო

აქართველოს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ევროპის ორგზის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა სერბეთის მოქალაქეობა მიიღო და ამიერიდან ამ ქვეყნის სახელით იასპარეზებს

პირველი დიდი შეჯიბრება, რომელზეც დათუნაშვილი სხვა ქვეყნის სახელით გამოვა, იქნება ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში, რომელიც რომში 10-16 თებერვალს გაიმართება. სერბეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ზელიკო ტრაიკოვიჩმა განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატი დათუნაშვილისთვის ტოკიოს ოლიმპიადის წინ რეპეტიცია გახდება და მისგან ლიცენზიასა და ოლიმპიადიდან მედალს ელოდება.

როგორც უფრო ადრე ზურაბ დათუნაშვილმა თავის ინტერვიუში განაცხადა, მას საქართველოს დატოვება არ სურს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ დაუტოვეს. სპორტსმენი მასსა და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შორის მომხდარ ინციდენტს გულისხმობდა.

დათუნაშვილი მოითხოვდა, რომ გეგეშიძეს თანამდებობა დაეტოვებინა, თუმცა ასე არ მოხდა. სპორტსმენმა გეგეშიძეს სასამართლოში უჩივლა, მაგრამ ის გირაოთი გაათავისუფლეს.

მსგავსი სიახლეები

პარლამენტის პიკეტირებით ოპოზიცია დიალოგისკენ „გზას იჭრის” – რომან კაკულია

ადმინისტრატორი

ლორა ტორნტონი ფულს იღებს ამ კვლევებში – ინაშვილი NDI-ის შესახებ

ადმინისტრატორი

კვლავ გავაჟღერებთ, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს – ირაკლი კობახიძე

ადმინისტრატორი

ჯერ გაბედე და მამაშენს დაუსვი კითხვები – ირაკლი ზარქუა ბექა ნათელაშვილს

ადმინისტრატორი

მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლე და კადეტთა კორპუსი სრულად რეაბილიტირდება

ადმინისტრატორი

“რატიანის მსგავსების გასარჩევი რომ იქნება მტყუან-მართალი, მაშინ ვართ ცუდ დღეში” – ხმაური ყაველაშვილის ოფისთან

ადმინისტრატორი