სპორტი

მიხეილ ჩხენკელი – ყველაფერს გავაკეთებთ, რათა წარმატებული სპორტული ქვეყნის სტატუსი სწორედ ტოკიოში განვამტკიცოთ

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში აღმასკომის სხდომა გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი დაესწრო.

მინისტრმა ქართველი სპორტსმენების ბოლოდროინდელ მიღწევებზე ისაუბრა და ოლიმპიურ კომიტეტსა და სპორტულ ფედერაციებს, ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

„წლევანდელი წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული სპორტისთვის. ეს გახლავთ ოლიმპიური წელი. სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო ღირსეულად წარდგეს ოლიმპიურ თამაშებზე! ბუნებრივია, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა ჩვენი ქვეყნისა და თითოეული სპორტსმენისთვის დიდი პატივია. თუმცა, მონაწილეობასთან ერთად, მნიშვნელოვანია წარმატებული ასპარეზობა. 2019 წელი, რომელიც განსაკუთრებული გამოდგა ქართული სპორტისთვის, გვაძლევს იმის იმედს, რომ ჩვენი დელეგაცია არაერთი ოლიმპიური მედლით გაგვახარებს. ექვსი მსოფლიოს ჩემპიონი ოლიმპიურ სახეობებში – ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ერთი მხრივ უდიდესი წარმატება და მეორე მხრივ განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა წარმატებული სპორტული ქვეყნის სტატუსი სწორედ ტოკიოში განვამტკიცოთ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მსგავსი სიახლეები

ტატო გრიგალაშვილი დიუსელდორფის გრან სლემის გამარჯვებულია

ადმინისტრატორი

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ხვალ ირლანდიას დაუპირისპირდება

ადმინისტრატორი

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონი გახდა

ადმინისტრატორი

საქართველოს თასის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია

ადმინისტრატორი

მინსკი 2019 – ქართველმა სამბისტებმა ქვეყანას 11 მედალი მოუტანეს

ადმინისტრატორი

ქართველი მსაჯები 2019-2020 წლების “ჩელენჯ კაპზე” სამ მატჩზე იმსაჯებენ

ადმინისტრატორი