მსოფლიო

ავსტრალიაში უხვმა ნალექმა ხანძრები თითქმის სრულად ჩააქრო

ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის შტატში, სადაც ქვეყნის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს, წყალდიდობაა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევა ქვეყანაში ბოლო 20 წლის განმავლობაში არ მომხდარა. წყალდიდობა რამდენიმე დღის განმავლობაში ძლიერმა წვიმამ გამოწვია. მაშველებმა შტატში 13 სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს და მოსახლეობა საშიში ზონებიდან გამოიყვანეს.

სტიქიის გამო შტატის ცალკეულ რეგიონებში გადაადგილება ამ დრომდე შეზღუდულია. მეტეოროლოგების განცხადებით, უხვი ნალექები ავსტრალიაში კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ წვიმამ ავსტრალიაში არსებული ხანძრები, რომლებიც გასული წლის სექტემბრიდან მძვინვბრებს, თითქმის სრულიად ჩააქრო.

მსგავსი სიახლეები

ფლორიდის შტატს ქარიშხალი „დორიანი“ უახლოვდება

ადმინისტრატორი

ევროკომისიამ ხორვატიის შენგენის ზონაში შესვლას მხარი დაუჭირა

ადმინისტრატორი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების გადაწყვეტილებას საქართველომ მხარი არ დაუჭირა

ადმინისტრატორი

მიიღებს თუ არა დონალდ ტრამპი უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტის გადაწყვეტილებას მიიღებს

ადმინისტრატორი

საფრანგეთის ალპებში რუსი ჯაშუშების ბაზა აღმოაჩინეს

ადმინისტრატორი

საფრანგეთის პრემიერმინისტრის თქმით, ქვეყანამ მიგრაციაზე კონტროლი უნდა დაიბრუნოს

ადმინისტრატორი