სპორტი

„ბორჯღალოსნებმა“ ესპანეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხეს

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მადრიდში რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრა გამართა. „ბორჯღალოსნები” ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 23:10 დაამარცხეს.

პირველი ტაიმი ბორჯღალოსნების გამარჯვებით, 23:5 დასრულდა. ორი ლელო შალვა მამუკაშვილმა გაიტანა, ერთი კი აკაკი ტაბუცაძე. თედო აბჟანდაძე გუნდს წარმატებული ჯარიმებით და გარდასახვით დაეხმარა.  მეორე ტაიმში კი ესპანელებმა ლელო ბოლო წუთზე გაიტანეს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის სპონსორია “თი ბი სი”. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას კი ტელეკომპანია „იმედი” ექსკლუზიურად ახორციელებდა. შემდეგ შეხვედრას „ბორჯღალოსნები“ ბელგიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, ქუთაისში გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

საჩხერის “ჩიხურამ” ლუქსემბურგში ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო შეხვედრაში მოიგო

ადმინისტრატორი

თბილისის „დინამო” „ფეიენოორდთან” დამარცხდა

ადმინისტრატორი

სპორტსმენმა ზურა დათუნაშვილმა ჟურნალისტ მაგდა კლდიაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

ადმინისტრატორი

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე კვირპოსთან ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა

ადმინისტრატორი

მინსკი 2019 – ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ფინალი რუსეთის წარმომადგენელს ინალ ტასოევს მოუგო და ოქროს მედალი მოიპოვა

ადმინისტრატორი

საქართველოს რაგბის კავშირმა და სპორტის უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

ადმინისტრატორი