დაე ვიდეო სპორტი

ვარლამ ლიპარტელიანი პარიზის გრან სლემის ვერცხლის მედლის მფლობელია (ვიდეო)

ფინალურ შეხვედრა 100 კგ წონით კატეგორიაში ისრაელელ პეტერ პალჩიკთან დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა. უილეთო ძირითად დროში ლიპარტელიანმა ორი, მეტოქემ კი ერთ შიდო მიიღო.

ოქროს დროში ლიპარტელიანმა შიდოების ანგარიში გაუთანაბრდა პალჩიკს, შემდეგ კი გდება შეასრულა, თუმცა აშკარად იყო თუ არა ვაზარი, ამის გასარკვევად მსაჯებს ვიდეოგამეორების ნახვა დასჭირდათ. მცირე ხნის შემდეგ ტატამის მსაჯმა აჩვენა, რომ ლიპარტელიანს ვაზარი არ ჩაუთვალეს. ამასთან ერთად, მათ საეჭვო მესამე შიდოთი დასაჯეს ლიპარტელიანი და იგი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ვარლამ ლიპარტელიანს პარის გრან სლემზე სამჯერ აქვს მოპოვებული გამარჯვება. 2013 და 2015 წლებში მან 90 კგ წონაში მოიპოვა გამარჯვება, შარშან კი 100 კგ წონაში.

+100კგ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, გელა ზაალიშვილი რუსმა ინალ ტასოევმა მტკივნეულ ილეთზე დაიჭირა. გელა ზაალიშვილი მე-5 ადგილს დასჯერდა. პარიზის გრან სლემის მონაწილე 17 ქართველი ძიუდოისტიდან  (12 კაცი და 5 ქალი) ვარლამ ლიპარტელიანი იყო ერთადერთი, ვინც მედალი მოიპოვა

მსგავსი სიახლეები

ომბუდსმენი მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილ პატიმრებს ხვდება? – ოპოზიციისა და უმრავლესობის მოსაზრებები

ადმინისტრატორი

შეწყვიტონ რეპრესიები და მიიღონ არსებითად პროპორციული სისტემა – ბოკერია

ადმინისტრატორი

შალვა ნათელაშვილის კონსპირაციული თეორია ვოლსკის შესახებ

ადმინისტრატორი

თბილისში არჩილ ჩოხელის სახელობის საერთაშორისო მემორიალური ტურნირი ჩატარდება

ადმინისტრატორი

რაიონები წარმომადგენლების გარეშე პარლამენტში? ნურას უკაცრავად – სააკაშვილი

ადმინისტრატორი

მამუკა ხაზარაძე: თუ ივანიშვილი გამოვა დებატებზე, სიამოვნებით დავუჯდები

ადმინისტრატორი