პოლიტიკა

გიგი უგულავას დაკავება არის სილა, რომელიც გააწნეს ჩვენს პარტნიორებს – გიორგი მარგველაშვილი

ამის შესახებ საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეს სიტუაცია არის ნათელი მესიჯი, რომ ხელისუფლებას დასავლელი პარტნიორების აზრი არ აინტერესებს.

“გუშინდელმა დაკავებამ შეცვალა პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში, უგულავა, რა თქმა უნდა, პოლიტმატიმარია. მისი დაკავება მხოლოდ ქართული რეალობისთვის მიუღებელი ფაქტი არაა, უგულავას დაკავება არის სილა, რომელიც გააწნეს ჩვენს პარტნიორებს. მაშინ, როცა მათ მკვეთრი განცხადებები გააკეთეს, რომ საქართველოში დემოკრატიის პრინციპები ირღვევა და მაშინ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე იყო ჩასული თითქოს ამ სიტუაციის მოსაგვარებლად, ასეთი ფორმით, როცა პროკურორი არის მოსამართლე და ერთი და იგივე საქმეზე ასამართლებს პოლიტიკოსს, თან როდესაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები – ძალიან ნათელი მესიჯი გაუგზავნეს დასავლეთს, რომ მათი აზრი არ აინტერესებთ. ასეთი მესიჯი საქართველოს პარტნიორებისთვის არცერთი ხელისუფლების დროს არ გაუგზავნია” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

შს მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

ადმინისტრატორი

“არ ვეთანხმებით მოცემულ გადაწყვეტილებას”- რაულ ხაჯიმბა არჩევნების დანიშვნის შესახებ

ადმინისტრატორი

დავით მათიკაშვილი: დამნაშავეებისთვის საქართველო კომფორტის ზონა ვერ იქნება

ადმინისტრატორი

ირაკლი ზარქუა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა

ადმინისტრატორი

ოპოზიცია არის მილევად რეჟიმში – ირაკლი კობახიძე

ადმინისტრატორი

12 წლამდე ბავშვების ავტომანქანით გადაყვანაზე რეგულაციების გამკაცრების შესახებ კანონი ბიუროს დღეს წარედგინება

ადმინისტრატორი