სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს იწყებს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს იწყებს. 20 და 23 თებერვალს, საქართველოს ნაკრები შვეიცარიისა და სერბეთის ეროვნულ გუნდებს შეხვდება.

მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ეროვნულ გუნდში 24 კალათბურთელი გამოიძახა. გუნდში ბევრი დებიუტანტია, ნაკრების ორი ლიდერი, „ბასკონიას“ კაპიტანი თორნიკე შენგელია და „ინდიანა პეისერსის“ ლეგიონერი გოგა ბითაძე ევროლიგისა და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მატჩების გამო ნაკრებს ვერ დაეხმარება.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ზუროსს ანატოლი ბოისას და მანუჩარ მარკოიშვილის სახით ორი ახალი ასისტენტი ეყოლება. ეროვნული გუნდი შეკრებას 17 თებერვლიდან დაიწყებს.
 

მსგავსი სიახლეები

დღეს საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება

ადმინისტრატორი

საქართველოს მორაგბეთა 19 წლამდე ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

ადმინისტრატორი

საქართველოს რაგბის კავშირმა და სპორტის უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

ადმინისტრატორი

ავთანდილ ჭრიკიშვილი (90კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა

ადმინისტრატორი

ტოკიო 2020 – ძიუდოს ფედერაცია ძიუდოისტთა ახალ რეიტინგს აქვეყნებს

ადმინისტრატორი

კაფუს 29 წლის ვაჟი ფეხბურთის თამაშის დროს გარდაიცვალა

ადმინისტრატორი