დაე ეკონომიკა

საქართველოში ტეკილას სასაქონლო ნიშნის ოფიციალურად დარეგისტრირების საკითხი განიხილება

ტეკილას მარეგულირებელი საბჭოს თავმჯდომარე მიგელ ანგელ დომინგოსთან შეხვედრაზე საქართველოში ტეკილას სასაქონლო ნიშნის ოფიციალურად დარეგისტრირების საკითხი განიხილება.

მექსიკის შეერთებული შტატებიდან ტეკილას მარეგულირებელი საბჭოს დელეგაციის წარმომადგენლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტი” თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი შეხვდნენ.

ლევან დავითაშვილმა საქართველოში ტეკილას სასაქონლო ნიშნის ოფიციალურად დარეგისტრირების საკითხის და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესზე და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

მიგელ ანგელ დომინგო მორალესის განცხადებით, ღვინის სამშობლოს მიერ ტეკილას სასაქონლო ნიშნის აღიარება ორ ქვეყანას შორის ეფექტიანი თანამშრომლობის საფუძველია.

შეხვედრის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა ღვინის ეროვნული სააგენტოს ენოთეკა, მარანი და მუზეუმი დაათვალიერეს.

მსგავსი სიახლეები

რაულ ხაჯიმბა გადადგომას არ აპირებს

ადმინისტრატორი

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 90 მლნ ევრო ასესხა

ადმინისტრატორი

ოპოზიცია არის მილევად რეჟიმში – ირაკლი კობახიძე

ადმინისტრატორი

ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალს დღეს წაუყენებენ

ადმინისტრატორი

ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე გიორგი არევაძემ თვითაცილება გამოაცხადა

ადმინისტრატორი

როგორი იქნება ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იანი მონაკვეთი

ადმინისტრატორი