პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

აქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბულგარელ კოლეგასთან შეხვედრისას თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები და შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის განმტკიცების საკითხები განიხილა. ირაკლი ღარიბაშვილი კრაზიმირ კარაკაჩანოვს ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა.

მინისტრმა კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის განცხადებით, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, სტრატეგიული მზადყოფნა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით განხორციელებული რეფორმები ხელს უწყობს ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და ნატოში გაწევრიანებისთვის საქართველოს მომზადებას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში ბულგარეთის წვლილზე. საუბარი შეეხო საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობის საკითხსაც.

თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ბულგარეთსა და საქართველოში გაცვლითი ვიზიტები განხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დავით ზალკალიანი აზერბაიჯანის სს მინისტრს შეხვდა

ადმინისტრატორი

დონალდ ტუსკი: დღევანდელი შეხვედრების შემდეგ ვგრძნობ, რომ საქართველოს ძალიან კარგი და იმედისმომცემი მომავალი აქვს

ადმინისტრატორი

საქართველოსა და გერმანიას შორის კულტურული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ადმინისტრატორი

რუსეთმა ამ კიბერშეტევისთვის პასუხი უნდა აგოს – კახა კუჭავა

ადმინისტრატორი

საფლავში ნუ ჩაყვებით ივანიშვილს – მიხეილ სააკაშვილი

ადმინისტრატორი

ზურაბ აბაშიძესთან მოლაპარაკებას კვლავ გრიგორი კარასინი გააგრძელებს

ადმინისტრატორი