სამართალი

მარიანა ჩოლოიანის საქმის განხილვა იწყება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის რეზო აჭარაძის განცხადებით, რამდენიმე პირის ჩვენების საფუძველზე მტკიცდება, რომ  მარიანა ჩოლოიანი ჩართული იყო არასრულწლოვანზე ზემოქმედებაში.

“სხდომაზე განხილული იქნება უშუალოდ მტკიცებულებები, თუ რამდენად კანონიერად არის მოპოვებული ისინი. არასრულწლოვანისათვის იყო შექმნილი ძალიან ცუდი გარემო, ადგილი ჰქონდა არა ერთ მუქარას, იძულებას რომ მიეცა აღიარებითი ჩვენება, რაც დასტურდება, როგორც გარდაცვლილი მშობლის ასევე მწვანე სკოლის უსაფრთხოების მენეჯერის ჩვენებებით. გარკვეული ინფორმაციის საფუძველზე მინიმუმ დგინდება რომ მარიამ ჩოლოიანი ჩართული იყო არასრულწლოვანზე ზემოქმედებაში” – განაცხადა რეზო აჭარაძემ.

თავის მხრივ მარიანა ჩოლოიანის ინტერესების დამცველმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში ჩოლოიანის უდანაშაულობის დამტკიცება მარტივი იქნება.

მისივე თქმით, ის დღეს სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების საკითხის გადასინჯვის შუამდგომლობას დააყენებს.

“ჩვენ აღკვეთი ღონისძიების საკითხის გადასინჯვაზე გვექნება შუამდგომლობა ბრალდების მხარის სახელმძღვანელოდ ისევ ერთადერთი დაინტერესებული პრის ჩვენება რჩება. თუმცა სამართლიანი სასამართლოს პირობებში ვფიქრობთ, რომ არ გაგვიჭირდება მარიანა ჩოლოიანის უდანაშაულობის დამტკიცება” – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა 15 წლის მოზარდის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიამცოლოიანი 17 დეკემბერს დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები

აჭარაში ტყითსარგებლობის უკანონო ფაქტები გამოავლინეს

ადმინისტრატორი

სოფო კილაძე: დიდი იმედი მაქვს, საქართველოს სასამართლოზე ტალახის სროლა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება

ადმინისტრატორი

საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს

ადმინისტრატორი

გიორგი ბარამიძე: დიდი მიამიტობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ივანიშვილის ფული და პუტინის გავლენები არ იყო ჩართული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში

ადმინისტრატორი

ლისის ტბაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

ადმინისტრატორი

გადასახადის გადამხდელთა კავშირის ინიციატივა ხაზარაძე-ჯაფარაშვილის საქმესთან დაკავშირებით

ადმინისტრატორი