საზოგადოება

ავთანდილ წერეთელი პროკურატურას საზღვრის კვეთის უფლებას სთხოვს

„TV პირველის“ მფლობელის მამა, ავთანდილ წერეთელი აღნიშნულის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს. როგორც მისი ადვოკატი კახა წერეთელი აცხადებს, ავთანდილ წერეთელს 21 თებერვალს გამოკვლევები აქვს ავსტრიაში ჩანიშნული და შესაბამისი მოწვევა უკვე წარუდგინეს უწყებას.

„მიმდინარე წლის 20 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით სამკურნალოდ უნდა დატოვოს საქართველო. გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდება“ – ამბობს ავთანდილ წერეთელის ადვოკატი.

ცნობისთვის, „TV პირველის“ მფლობელის, ვატო წერეთლის მამა, ავთანდილ წერეთელი საავადმყოფოში 6 თებერვალს გადაიყვანეს. როგორც ვატო წერეთელი აცხადებს, მან მამა სააბაზანოში, უგონო მდგომარეობაში იპოვა.

მსგავსი სიახლეები

ბენზინგასამართ სადგურზე დაშავებული 2 პირის მდგომარეობა მძიმეა

ადმინისტრატორი

ნინოწმინდაში დაწყებული დაპირისპირება, შესაძლოა, აქციებში გადაიზარდოს

ადმინისტრატორი

იტალიაში, მიგრანტთა ბანაკში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ადმინისტრატორი

თბილისის მერია 18 მეტრიან 179 ავტობუსს შეიძენს

ადმინისტრატორი

დღეს გვარამიამ პირდაპირ მოუწოდა ხელისუფლების დამხობისკენ – ლევან ნიკოლეიშვილი

ადმინისტრატორი

ბერი ნიკოლოზის “მრევლმა” იმედის ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა მიაყენა

ადმინისტრატორი