საზოგადოება

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 19 წლის მოქალაქეს აკვირდებიან

ბოქსირებულ განყოფილებაში დაკვირვების ქვეშ საქართველოს მოქალაქე იმყოფება, რომელმაც ინფექციურ საავადმყოფოს დღეს მიმართა.  

19 წლის კაცი ავად ჩინეთში, 28 იანვარს გახდა, მას დაბალი ტემპერატურა აქვს და როგორც პაციენტმა საავადმყოფოს პერსონალს განუცხადა, ​კორონავირუსი ჩინეთში არ დაუდასტურა.

საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, პირველადი კვლევებით კაცს კორონავირუსის სიმპტომები არ აქვს, თუმცა ანალიზებს ხვალ დილით აუღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან.

„ჩაუტარდა უკვე გამოკვლევა და მას არც პნევმონია, არც სუნთქვის გაძნელება და არც ლეიკოპედია აქვს. რაც შეეხება კორონავირუსზე გამოკვლევას, პასუხი ხვალ გვეცოდინება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება 26 წლის ქალს, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში დღეს დილით შეიყვანეს, მას ეს ვირუსი არ დაუდასტურდა და საავადმყოფოს სავარაუდოდ ხვალ დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

სააკაშვილის განცხადებები ანალიზს არ ექვემდებარება – ვახტანგ ძაბირაძე

ადმინისტრატორი

თავში ავარდნა მოსდევს ხოლმე ორჯერ გამარჯობის თქმას – დიღმელაშვილი გრიგოლ ვაშაძეზე

ადმინისტრატორი

ხაზარაძის უნიჭო პოპულიზმი და ფეიქ ნიუსი – ბილეთი, რომელიც მან ივანიშვილს „უყიდა“ ყალბია

ადმინისტრატორი

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია

ადმინისტრატორი

კახა კალაძე: დიღმის ტყე-პარკის ტერიტორია იქნება მხოლოდ და მხოლოდ დასასვენებელი სივრცე

ადმინისტრატორი

საპროტესტო პერფორმანსი რობერტ სტურუას

ადმინისტრატორი