სამართალი

მოსკოვის სასამართლომ Twitter-ი ოთხი მილიონი რუბლით დააჯარიმა

მოსკოვის სასამართლომ სოცქსელი Twitter-ი ოთხი მილიონი რუბლით დააჯარიმა რუსი მომხმარებლების მონაცემთა შენახვისთვის სერვერებზე, რომლებიც ქვეყნის გარეთ მდებარეობს. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იტყობინება.

კომპანია უკვე დაჯარიმდა 2019 წლის აპრილში ოთხი ათასი რუბლით. მაშინ Twitter-ის წარმომადგენლებმა სასამართლოში განაცხადეს, რომ ქსელი არ აწარმოებს პირადი მონაცემების მიზანმიმართულ შეგროვებას და არ არის ვალდებული, ანგარიში ჩააბაროს რუსეთის მაკონტროლებელ უწყებას, „როსკომნადზორს“.

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მიიღეს კანონები, რომლებიც კომპანიებს ავალდებულებს, მოქალაქეთა პირადი მონაცემები ინახებოდეს სერვერებზე, რომლებიც მოცემული სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარეობს. რუსეთში ასეთი კანონი 2015 წელს შევიდა ძალაში.

პირადი მონაცემების შენახვასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ადმინისტრაციული საქმე აღიძრა Facebook-ის წინააღმდეგ. ეს საქმე ჯერ არ განხილულა.

მსგავსი სიახლეები

გია უდესიანის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ადმინისტრატორი

საქალაქო სასამართლოში, გიორგი ვაშაძის და კიდევ 5 პირის პროცესი მიმდინარეობს

ადმინისტრატორი

ლევან მურუსიძე იმ ადამიანების სიის გასაჯაროებას ითხოვს, ვინც ე.წ. კლანში შედის

ადმინისტრატორი

საკონსტიტუციო სასამართლომ „112“-ის საფასურის ჩამოჭრა არაკონსტიტუციურად სცნო

ადმინისტრატორი

ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის საერთაშორისო სქემა გამოვლინდა

ადმინისტრატორი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

ადმინისტრატორი