პოლიტიკა

ოპოზიცია ეხლაც ისე დარბის, როგორც დარბოდა,რომ ვიზალიბერალიზაცია არ მიგვეღო – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ სტრასბურგში რეზოლუციის პროექტის ჩაგდებაზე ოპოზიციის განცხადებებს უპასუხა და ვიზალიბერალიზაციის პროცესზე ოპონენტების შეფასებებთან გაავლო პარალელი.  

კახა კალაძემ განაცხადა, რომ გულდასაწყვეტია, როდესაც ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მოხარულნი არიან, რაღაც არ გაკეთდეს; უკეთესობისკენ არ გადაიდგას ნაბიჯი.

„გვახსოვს, ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობისას როგორ დარბოდნენ, რომ ქვეყანას ეს ვიზალიბერალიზაცია არ მიეღო. შემდეგ, შეეცდებოდნენ ეს გამოეცხადებინათ „ქართული ოცნების“ მარცხად და ისე შეფუთავდნენ ყველაფერს, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ ბრალი იყო.

იგივე მცდელობა ჰქონდათ ახლაც. რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვათ. ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება ქვეყანაში და ეს აისახება ჩვენი ქვეყნის იმიჯზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. 

„ნამდვილად ამაზრზენი იყო ის განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ – თუ როგორი ბედნიერები იყვნენ რომ ეს დეკლარაცია ჩავარდა. მოვისმინეთ მათი განცხადებები – გულდასაწყვეტია, რომ ქვეყანაში არსებობენ ასეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირდაპირ მოხარულები არიან იმით, რომ რაღაც არ გაკეთდეს, უკეთესობისკენ არ გადაიდგას ნაბიჯი. არაუშავს, ეს ზოგადად საინტერესოა და საზოგადოება ყველაფერს ხედავს.

არჩევნები ამიტომ არის მნიშვნელოვანი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ქართველი ხალხი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. კარგად იცის ხალხმა, ვინ რას წარმოადგენს, რომელ პოლიტიკურ პარტიას რა ხედვები და დამოკიდებულება აქვს ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის მიმართ. ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა. 

მსგავსი სიახლეები

ქეთევან ციხელაშვილი: ოკუპირებულ ახალგორში სკოლის დირექტორების გათავისუფლება რეპრესიების კიდევ ერთი დასტურია

ადმინისტრატორი

დავით ბაქრაძე: ჩვენ მხარს ვუჭერთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და ეს მხარდაჭერა აისახება, როგორც კენჭისყრის შედეგში,ასევე განხილვის პროცესშიც

ადმინისტრატორი

სენატორი როჯერ ვიკერი გიორგი გახარიას წერილს უგზავნის

ადმინისტრატორი

ირაკლი კობახიძე თანამდებობის დატოვების შემდეგ გამართულ პირველ პლენარულ სხდომას არ ესწრება

ადმინისტრატორი

„პუტინის რეჟიმისთვის ახალი, კარგად დავიწყებული ძველია“ – ალექსეი ნავალნი

ადმინისტრატორი

“ამ კაცს არც ღირსება აქვს, არც თავმოყვარეობა” – ჩერგოლეიშვილი ვაშაძეზე

ადმინისტრატორი