საზოგადოება

პროფესიული განათლების სისტემაში ახალი სტანდარტები დაინერგა

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში პროფესიული განათლების სისტემაში ავტორიზაციის ახალი სტანდარტები დამტკიცდა.

განათლების სამინისტროს განცხადებით, ახალი სტანდარტების დანერგვა პროფესიული განათლების სისტემას ევროპულ სივრცესთან კიდევ უფრო დაახლოებს.

გატარებული ცვლილებებით, პროფესიულ კოლეჯებს უკვე აქვთ შესაძლებლობა მიმართონ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საშუალო პროფესიული პროგრამების ავტორიზაციისთვის და საბაზო განათლების (მე-9 კლასი) მქონე სტუდენტებს, პროფესიის შესწავლასთან ერთად, სრული ზოგადი განათლებაც მიაწოდონ.

პროფესიული განათლების ნაწილში მთლიანად გადამუშავდა ავტორიზაციის დებულება და დაინერგა ახალი სტანდარტები – დაწესებულების ადამიანურ და მატერიალურ რესურსთან ერთად, ახალი რეგულაციით შეფასდება კოლეჯის სტრატეგიული ხედვა, სტუდენტური სერვისები, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები და მეტი აქცენტი გაკეთდება პროგრამის ხარისხზე.

ამასთანავე, შეიცვლება ექსპერტთა მიდგომა კოლეჯებთან მიმართებაში გახდება კოლეჯის განვითარებაზე ორიენტირებული. ნაცვლად ხისტი, ორდონიანი შეფასებისა, დაინერგება მოქნილი და კოლეჯის განვითარებაზე ორიენტირებული ოთხდონიანი შეფასების სისტემა, რაც სტანდარტებთან ნაწილობრივ ან მეტწილ შესაბამისობასაც ითვალისწინებს.

ცვლილებები წელიწადნახევრის განმავლობაში მზადდებოდა და მასში ყველა დაინტერესებული მხარე მათ შორის კოლეჯები, ავტორიზაციის საბჭოები, ექსპერტთა კორპუსი, არასამთავრობო ორგანიზაციები, დონორი ორგანიზაციები და საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობდნენ.

მსგავსი სიახლეები

ქართული კინოპროექტი ინგა ევროპის ევრიმაჟის ფონდის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და 60 000 ევროთი დაფინანსდა

ადმინისტრატორი

დროულად უნდა შეჩერდეს ეს „მონსტრი ბიზნესი” – ანდრია ჯაღმაიძე აზარტულ თამაშებზე

ადმინისტრატორი

გუბაზ სანიკიძე წავიდა სააკაშვილთან, რადგან რაღაცას შეჰპირდა – ციალა ვაზაგაშვილი

ადმინისტრატორი

არანაირი პრობლემა “ანას ბაღს” არ შეექმნება – კახა კალაძე

ადმინისტრატორი

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულებმა ბათუმში აქცია გამართეს

ადმინისტრატორი

ჩემს ავადმყოფ შვილს დაუწყეთ ტალახის სროლა !!! თქვენ ხართ კრებსითი ბოროტება !! – იზორიას დედა მომხდარის შესახებ

ადმინისტრატორი