დაე ეკონომიკა ვიდეო

საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი პოზიტიურია – საერთაშორისო სავალუტო ფონდი

საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპს საერთაშორისო სავალუტო ფონდი აფასებს. 2019 წელს ეკონომიკური ზრდა 5,2% იყო, რაც მოსალოდნელ მაჩვენებლებს აღემატებოდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ პოზიტიურ დასკვნას, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს ეხება, დღეს სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში გამოეხმაურა.

სელიმ ჩაკირი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან 2019 წელს იქნა გადადგმული საკმაოდ პოზიტიური ნაბიჯები, მათ შორის საგადასახადო შემოსავლების ზრდის კუთხით. გარდა ამისა, იყო საკმაოდ მაღალი პოტენციალი ეკონომიკაში, რომელიც ტურიზმის ზრდით არის განპირობებული. სელიმ ჩაკირი იმედოვნებს, რომ არსებული სტაბილური ეკონომიკური გარემო მომავალ წელსაც შენარჩუნდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამუშაო ჯგუფი საქართველოს 5-11 თებერვალს სტუმრობდა. მათ დეტალურად შეისწავლეს 2019 წელს მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და რელიზი გამოაქვეყნეს, სადაც ამ პროცესებს დადებითად აფასებენ. და იმედს გამოთქვამენ, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემო განაპირობებს სამომვალოდაც ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდას.

მსგავსი სიახლეები

ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსი და სკოლა გაიხსნება

ადმინისტრატორი

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებს

ადმინისტრატორი

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ადმინისტრატორი

ენძელა მაჭავარიანი გაურკვეველი ნივთიერების დასხმის გამო შეუძლოდ გახდა

ადმინისტრატორი

დაპირისპირება მამუკა მდინარაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან

ადმინისტრატორი

დავით ქაცარავა გუგუტიანთკარიდან ფოტო-ვიდეო მასალას აქვეყნებს

ადმინისტრატორი