პოლიტიკა

ქართული საზოგადოება მკაცრად შეაფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ქცევას სტრასბურგში – დავით მათიკაშვილი

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„არ დაუჭირო მხარი იმ რეზოლუციას, რომელიც ეკუთვნის შენს ხალხს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არის დანაშაული, თანაც ეს გააკეთო მხოლოდ იმის მერე, როცა მომხსენებლის მხრიდან შენს მიერ შეთავაზებული ნეგატიური ცვლილებები არ იქნება გაზიარებული. სწორედ ასეთ ფაქტს ჰქონდა დღეს ადგილი სტრასბურგში, ევროკავშირი-საქაართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტზე და ეს ახარებთ მათ, ვინც ჩვენი ქვეყნის მტრობა დაისახა მიზნად.

ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საერთაშორისო დონეზე ჩვენი ქვეყნის იმიჯი დააზიანოს, მაგრამ ჩვენ არ მივცემთ ამის საშუალებას. ამიტომ, გამოვთქვამ იმედს, კომიტეტის უახლოეს სხდომაზე განიხილავს აღნიშნულ საკითხს და საქართველოს მხარდამჭერი გადაწყვეტილების მიღებას ხელს ვერაფერი შეუშლის“, – წერს დავით მათიკაშვილი.


მსგავსი სიახლეები

სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგს ეწვევა

ადმინისტრატორი

ჩემთვის პროპორციული არჩევნები ძალიან ღირებული იყო – თამარ ჩუგოშვილი

ადმინისტრატორი

ევროსაბჭოს კომიტეტი გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურით განიხილავს რუსეთიდან დეპორტირებულების საქმეს

ადმინისტრატორი

გუნდი ემიჯნება ერეკლე კუხიანიძის პოზიციას – გიორგი ჩაკვეტაძე

ადმინისტრატორი

შს მინისტრი: არავის მივცემთ საშუალებას, ძალის გამოყენებით მოხდეს პოლიტიკური შედეგების მიღწევა

ადმინისტრატორი

ნუკრი ქანთარია: ეს არის ნიადაგის შექმნა ქვეყნის საწინააღმდეგო პროვოკაციული ქმედებებისთვის და უსაფრთხოების საფრთხის ქვეშ დაყენება

ადმინისტრატორი