მსოფლიო

აშშ-ს ახალი სანქციები რუსოფობიის ახალი ტალღაა – რუსეთის საელჩო

აღნიშნული განცხადება აშშ-ში რუსეთის საელჩომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გააკეთა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დაუწესა.

„აშშ-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სპირალის შექმნის მოწმეები კიდევ ერთხელ გავხდით. ეს რუსოფობიის კიდევ ერთი ტალღაა. გვსურს ჩვენს კოლეგებს ვაშინგტონში შევახსენოთ, რომ ასეთ საკითხებზე სანქციების დაწესების უფლება მხოლოდ გაეროს აქვს. ამისთვის სერიოზული საფუძველია საჭირო. აშშ-ის ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ ვერ შეძლო მტკიცებულების წარმოდგენა,“- წერს რუსეთის საელჩო.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამ რუსულ კომპანიას ირანთან, ჩრდილოეთ კორეასა და სირიასთან მიმართებაში მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ აშშ-ის კანონის დარღვევისთვის სანქციები დაუწესა.

მსგავსი სიახლეები

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ჰოლივუდის ერთ-ერთ ფილმს საქართველოში გადაიღებენ

ადმინისტრატორი

რუსი ჟურნალისტი ალექსანდრ ნევზოროვი საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს

ადმინისტრატორი

უკრაინასა და თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს შორის ტყვეთა გაცვლა დაიწყო

ადმინისტრატორი

აშშ-ი ირანს 52 სამიზნეზე იერიშით დაემუქრა

ადმინისტრატორი

სომხეთში ტყის ხანძარი მძვინვარებს

ადმინისტრატორი

ბოინგ-737 აფრენიდან მალევე აეროპორტში დაბრუნებას ცდილობდა

ადმინისტრატორი