სამართალი

ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი, ცოტნე სოსელია და ზურაბ ბუდაღაშვილი პატიმრობაში რჩებიან

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი, ცოტნე სოსელია და ზურაბ ბუდაღაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა და ძალაში დარჩა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბრალდებულ ბესიკ თამლიანის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ასევე სამართალდამცავები დაიკითხნენ.

სასამართლოში ჩვენება იმ პოლიციელებმა მისცეს, რომლებმაც კახაბერ კუპრეიშვილისა და ზურაბ ბუდაღაშვილის დაკავება განახორციელეს. აღნიშნულმა მოწმეებმა მათ მიერ განხორციელებულ მოქმედებებზე ისაუბრეს.

სასამართლო პროცესს არ დასწრებია ცოტნე სოსელია. მან სასამართლოსთვის გაგზავნილ განცხადებაში მიუთითა, რომ პროცესზე დასწრება არ სურდა და მის ინტერესებს ადვოკატი დაიცავდა.

დღევანდელ სხდომაზე ასევე წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელიას და კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

მსგავსი სიახლეები

პრეზიდენტმა მამალაძესთან დაკავშირებით უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო – თამთა მიქელაძე

ადმინისტრატორი

ტექნიკის მაღაზია “ზუმერის” გაქურდვის ფაქტზე ორი არასრულწლივანია დაკავებული

ადმინისტრატორი

საკონსტიტუციო სასამართლო დაგროვებითი საპენსიო სისტემის სავალდებულოობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით იმსჯელებს

ადმინისტრატორი

გიგი უგულავა არის კრიმინალი და დაისჯება – გიორგი კაპანაძე

ადმინისტრატორი

შესაძლოა ვახტანგ რობაქიძემ ანრი ოხანაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს

ადმინისტრატორი

გთხოვთ, ზაზა სარალიძე პროცესზე აღარ დაუშვათ – მიხეილ კალანდია მოსამართლეს

ადმინისტრატორი