პოლიტიკა

გიორგი გახარიამ და პენტაგონის ხელმძღვანელმა აშშ-საქართველოს თანამშრომლობაზე ისაუბრეს

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში და ამერიკის მნიშვნელოვან მხარდაჭერას თავდაცვის რეფორმის განხორციელებისა და უსაფრთხოების კუთხით. ხაზი გაესვა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობას, განსაკუთრებით რეგიონში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პენტაგონის ხელმძღვანელს თავდაცვის სფეროში საქართველოს მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მთავრობა კვლავაც ერთგულია ძალისხმევისა, თავდაცვის სფეროზე, ნატოს სტანდარტების შესაბამისად, მთლიანი შიდა პროდუქტის 2% მიიმართოს, ხოლო თავდაცვის ბიუჯეტის 20-%-მდე ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობის მოდერნიზებას მოხმარდეს.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების 2020-2030 წლების გეგმაზე, რომელიც მოიცავს კონკრეტულ ნაბიჯებს ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გრძელვადიანი განვითარებისთვის. აღინიშნა, რომ გაგრძელდება თავდაცვის რეფორმა, რომელიც ტოტალური თავდაცვის მიდგომისა და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის მიხედვით ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

დავით მათიკაშვილი რომან გოცირიძეს: მაინცდამაინც 7 ნოემბერს ნუ გამოდგებით ადამიანის უფლებების განსაკუთრებული დამცველი

ადმინისტრატორი

ვახტანგ გომელაური: რატომ არ მეკითხებით ჩატაევის და მისი თანამზრახველები ვინც მოკლა, იმაზე რატომ არ ვგრძნობ პასუხისმგებლობას?

ადმინისტრატორი

ირაკლი ღარიბაშვილი: „გირჩის“ საქმიანობა სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელი საქმიანობაა

ადმინისტრატორი

დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ექიმებმა კლინიკის დატოვების რეკომენდაცია არ მისცეს

ადმინისტრატორი

ხატია დეკანოიძე: პოლიტპატიმრები, რომლებიც ახლა არიან პატიმრობაში, რუსი ოლიგარქისთვის საფრთხეს წარმოადგენენ

ადმინისტრატორი

გიგა ბოკერია: მე არ ვარ მომხრე ნათქვამის “ივანიშვილი ციხეში”

ადმინისტრატორი