მსოფლიო

კორონავირუსით ბოლო 24 საათში ჩინეთში 5000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ხელისუფლება ავრცელებს. მათივე ცნობით, დაავადებულთა შორის 1700 ადამიანი სამედიცინო პერსონალია. ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, მხოლოდ პროვინცია ხუბეიში, კორონავირუსით 116 ადამიანი დაიღუპა.

ჩინეთის ხელისუფლების ცნობით, იმ რეგიონებში სადაც ვირუსის ყველაზე მეტად არის გავრცელებული, მედიკამენტებისა და დამცავი საშუალებების დეფიციტია.

მანმადე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტმა განაცხადა, რომ მათი პროგნოზით, კორონავირუსით შეიძლება დედამიწის მოსახლოების 2/3-ი დაინფიცირდეს. როგორც ფლორიდის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების შესწავლის ცენტრის თანამშრომელი აირა ლონჯინი ამბობს, მისი პროგნოზი დაფუძნებულია იმ ვარაუდზე, რომ ახალი ტიპის ვირუსი ერთი ადამიანიდან, როგორც წესი, კიდევ ორ სხვა პიროვნებას გადაეცემა.

მისივე თქმით, ვირუსის გავრცელების შეჩერებას ართულებს ისიც, რომ ზოგიერთ ინფიცირებულს ვირუსის სიმპტომების პრაქტიკულად არ აღენიშნება.

მსგავსი სიახლეები

გერმანია და საფრანგეთი თურქეთში იარაღის ექსპორტს წყვეტენ

ადმინისტრატორი

აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

ადმინისტრატორი

მიწისძვრას ფილიპინებზე მსხვერპლი მოჰყვა

ადმინისტრატორი

ჩრდილოეთ კორეაში ორი მცირე რადიუსის რაკეტა გამოსცადეს

ადმინისტრატორი

რუს ჟურნალისტებს ბრიტანულ ფორუმზე აკრედიტაცია არ მისცეს

ადმინისტრატორი

რუსეთის დელეგაციის 10 წევრს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად ვიზა არ მისცეს

ადმინისტრატორი