დაე ვიდეო პოლიტიკა

ნიკა მელია სტატუს-კვოს აღდგენას ითხოვს

რამდენად კონსტიტუციური იყო ნიკა მელიასათვის დეპუტატის უფლებამოსილების ამ საკითხზე დღეს საონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს. პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეუჩერა, რასაც ყოფილი დეპუტატი ასაჩივრებს. ნიკა მელიას ადვოკატები ამბობენ, რომ კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი საპარლამენტო უმრავლსეობამ განზრახ არასწორად წაიკითხა და საკონსტიტუციო სასამართლოსგან სამართლიან გადაწყვეტილებას ელიან.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესის ჩატარებამდე განმარტა, რომ მის მიმართ პარლამენტის მიერ განხორციელებული ქმედება იყო ანტიკონსტიტუციური, მას კონსტიტუციის გვერდის ავლით შეუწყდა დეპუტატის უფლებამოსილება და ამჯერად საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გამამართლებელ გადაწყვეტილებას.

“საკონსტიტუციო სასამართლომ, თუკი ასეთი რამ არსებობს, ხვალ უნდა მიიღოს გამამართლებელი განაჩენი. ანუ, უნდა გააუქმოს ის დადგენილება, რომლითაც მე პარლამენტი დამატოვებინეს. ჩვენ სარჩელში ვითხოვთ იმას, რომ ნიკა მელიას მიეცეს უფლება იდაოს მეორე და მესამე ინსტანციაში და მანამ, სანამ ეს ინსტანციები ამოწურული არ იქნება, კვლავ აღუდგეს ძველი სტატუს-კვო,” – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ. 

მსგავსი სიახლეები

თბილისის მერია 18 მეტრიან 179 ავტობუსს შეიძენს

ადმინისტრატორი

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი მოვალოება არის ჩანაწერების გავრცელების თითოეულ ფაქტზე სწრაფი რეაგირება, დამნაშავეების გამოვლენა და დასჯა

ადმინისტრატორი

გრიგოლ ლილუაშვილი: ყველაზე მთავარ გამოწვევას საქართველოსთვის წარმოადგენს რუსული ოკუპაცია

ადმინისტრატორი

რუსებს საქართველოში საფრთხე ემუქრებათ

ადმინისტრატორი

სოფიო კილაძე: შეწყალებებთან დაკავშირებით მმართველ გუნდს ყოფილი პრეზიდენტის დროსაც იგივე მიდგომა ჰქონდა

ადმინისტრატორი

ბრალდებულმა ბექა კვიციანმა მოსამართლეს აგინა (ვიდეო)

ადმინისტრატორი