დაე ეკონომიკა

პროგრამას „აწარმოე საქართველოში” წელს ახალი მიმართულებები ემატება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ დღეს გასული წლის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გამართა. 2020 წელს პროგრამას ახალი მიმართულებები ემატება. მაგალითად პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ბალნეოლოგიური ინდუსტრიის კომპონენტი, ტურისტული სერვისებისა და თევზჭერის კომპონენტები.

სააგენტო 2014 წლიდან ადგილობირივი ბიზნესის განვითარებისა და ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობს, ხოლო 2017 წლიდან ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიაზე მუშაობაც დაიწყო. სააგენტოს ადგილობრივი მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამების პორტფელი კი, ყოველწლიურად იზრდება – 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს საწარმო პროექტების რაოდენობა გაზრდილია 31 პროცენტით, ხოლო სასტუმროების – 48 პროცენტით.

პრეზენტაცია დღეს საწარმო „მეამაში“ შედგა, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების მხარდაჭერით გაიხსნა. „მეამა“ მაღალტექნოლოგიური კაფსულის ყავის მწარმოებელი ქართული კომპანიაა. ის ერთდროულად აწარმოებს, როგორც ევროპული, ისე ამერიკული ფორმატის ყავის კაფსულებს.

მსგავსი სიახლეები

სთხოვეთ პროდიუსერს კანონის სწორი რედაქცია ამოგიღოთ – მდინარაძე ინგა გრიგოლიას

ადმინისტრატორი

ივანიშვილი “შავი სიის” ერთ-ერთი კანდიდატია – „შეცვალე“ ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციას მართავს

ადმინისტრატორი

ბერი ნიკოლოზის “მრევლმა” იმედის ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა მიაყენა

ადმინისტრატორი

ბოინგ-737 აფრენიდან მალევე აეროპორტში დაბრუნებას ცდილობდა

ადმინისტრატორი

Royal Swinkels Family Brewers-მა ლუდსახარში „არგოს“ 40% შეისყიდა

ადმინისტრატორი

მოსკოვში ქართველი მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი დააკავეს

ადმინისტრატორი