დაე ვიდეო საზოგადოება

რა ცვლილებებია პროფესიულ განათლებაში?

სიახლეა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც პროფესიულ კოლეჯებში სურთ სწავლა. ცხრაკლასდამთავრებულ მოსწავლეებს აპრილიდან საშუალება ექნებათ, რომ დამამთავრებელი კლასის პროგრამა კოლეჯებშივე გაიარონ და პროფესიის დამადასტურებელი დიპლომი, ასევე სკოლის ატესტატი ერთად აიღონ. ეს კი კოლეჯის კურსდამთავრებულებს მომავალში უმაღლესი სასწავლებლებში ჩაბარების შანსს აძლევს.

სიახლე იქნება სწავლების მეთოდიკაშიც, რისთვისაც მასწავლებლებს კონკურსის წესით არჩევენ.ისინი რამდენიმე თვეში გამოჩნდებიან პროფესიულ კოლეჯებში. შერჩეულ მასწავლებლებს შორის ერთ-ერთი ხათუნა მაჭავარიანია.

სიახლე კი ის არის, რომ კოლეჯში 9 კლასდამთავრებული მოსწავლეების მიღებას ახალი მეთოდით იწყებენ, კერძოდ თუ 9 კლასდამთავრებული მოსწავლე კოლეჯში გააგრძელებს სწავლას, პროფესიის დაუფლების პარალელურად სასკოლო საგნებსაც გაივლის და სწავლის დასასრულს დიპლომთან ერთად ზოგადი სრული განათლების ატესტატსაც მიიღებს.

მართალია კოლეჯებს სრული ზოგადი განათლების კომპონენტი ემატებათ, თუმცა საგნების სწავლების ფორმა სკოლაში სწავლებისაგან განსხვავებული იქნება. პირველი სხვაობაა, რომ ის 14 საგანი, რომელიც მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში ისწავლება შეიკუმშა და 6 მოდულში გაერთიანდა. მაგ: ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია და გეოგრაფიის ნაწილი მეცნიერების მოდულში ინტეგრირდა და ერთ საგნად ისწავლება, ისევე როგორც მაგალითად ისტორია და სამოქალაქო განათლება ისწავლება ერთ საგნად.

მსგავსი სიახლეები

“თბილისი ენერჯი”: მხოლოდ ოქტომბერში დედაქალაქში 7053 დარღვევაა გამოვლენილი

ადმინისტრატორი

გზებზე იმ ე.წ. “შავ წერტილებს” მონიშნავენ, სადაც ყველაზე მეტი ავარია ხდება

ადმინისტრატორი

მოსახლეობის 82%-ს სურს საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი – NDI

ადმინისტრატორი

ბათუ ქუთელია – მე არ გახლავართ არც ერთი პარტიის წევრი და არც წარმომადგენელი არანაირ მოლაპარაკებებში

ადმინისტრატორი

პანკისელები – არ გვაინტერესებს სახელმწიფო რას იზამს, ჩვენ სისხლს ავიღებთ!

ადმინისტრატორი

არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები ხელისუფლებას მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ

ადმინისტრატორი