დაე ეკონომიკა ვიდეო

სოციალური დახმარება გადამოწმების პერიოდში აღარ შეწყდება – დიმიტრი ხუნდაძე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო კომიტეტის ახალ ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც აპრილიდან საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში შემწეობის მიღება არ შეუჩერდებათ.  

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ქვეყანაში დაახლოებით, 430 ათასი მოქალაქეა სოციალურად დაუცველი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვიურ დახმარებას საჭიროებს. „გადამოწმების პერიოდში აქამდე არსებული წესით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს უწყდებოდათ დახმარება. შემდეგ იმ ოჯახებისთვის, ვინც ბაზაში რჩებოდა და სტატუსი უბრუნდებოდა, მაშინ სრულად ხდებოდა განაცდურის ანაზღაურება. მაგრამ ეს პერიოდი ზოგჯერ ორ თვეს ან ცოტა მეტსაც მოიცავდა. რა თქმა უნდა ასეთი ოჯახები რეალური რისკის წინაშე დგებოდნენ და რჩებოდნენ პირისპირ მძიმე სიღარიბის წინაშე“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ. 

მისი თქმით, ეს ინიციატივა არის მნიშვნელოვანი, რომ სოციალური სტატუსის გადამოწმების პერიოდში არ შეუწყდეს ოჯახს ეს დახმარება. „თუკი გარკვეული რაოდენობა სისტემიდან გადის, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე სახელმწიფომ უნდა აიღოს ეს ვალდებულება. ბაზიდან გასვლის შემთხვევაში ასეთი კატეგორია, მაინც სიღარიბის ახლოს ტრიალებს. ამიტომ ვფიქრობ მათთვის იყოს ორთვიანი შეღავათი, იმ შემთხვევაშიც, თუნდაც ბაზის მიღმა დ​არჩნენ“, – განაცხადა ხუნდაძემ.   

მისი ინფორმაციით, ეს ფინანსურად 5,4 მილიონი ლარია და თანხა ჯანდაცვის სამინისტროს შიდა ასიგნებებში უკვე მოიძებნა. „გარკვეული პროცედურების შემდეგ ამას სჭირდება მთავრობის დადგენილება. აპრილიდან ეს პროგრამა ამოქმედდება“, – აღნიშნა ხუნდაძემ.  

მსგავსი სიახლეები

მამუკა ბახტაძე: დარწმუნებული ვარ, ჩვენ დავაბრუნებთ ტურიზმის სექტორს განვითარების ძველ ტრაექტორიაზე

ადმინისტრატორი

დაკავებული შსს-ს თანამშრომელი ცემის ფაქტს აღიარებს – ადვოკატი

ადმინისტრატორი

აქციონერთა კრებაზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ხელახალ არჩევას დაეთანხმნენ

ადმინისტრატორი

დიმიტრი საძაგლიშვილი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას

ადმინისტრატორი

პრეზიდენტი შეწყალების ახალი წესის შემუშავებასთან დაკავშირებით არჩილ თალაკვაძესა და თეა წულუკიანს შეხვდა

ადმინისტრატორი

ამ დროშაზეა დატანილი ყველაფერი, რაც გაგვაჩნია – სალომე ზურაბიშვილი

ადმინისტრატორი