საზოგადოება

„სითი პარკმა“ თბილისის მერიასთან დავის შეწყვეტის მიზეზები განმარტა

შეთანხმების შედეგად, მხარეებმა თავიდან აიცილეს მნიშვნელოვანი დანახარჯები, რომლის გაწევაც მოუხდებოდათ საარბიტრაჟო დავის წარმართვის პროცესში“,. შპს „სითი პარკმა“გაავრცელა სპეციალური განცხადება, სადაც თბილისის მერიასთან დავის შეწყვეტის მიზეზები განმარტა.   

„2018 წლის 10 აპრილიდან თბილისის მთავრობამ შეწყვიტა კომპანია „სითი პარკთან“ დადებული ხელშეკრულება და ამ პერიოდიდან „სითი პარკი“ აღარ ახორციელებს თბილისში პარკირების სისტემის მართვას.

ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ, კომპანიასა და თბილისის მთავრობას შორის წარმოებული მოლაპარაკებები დასრულდა მიმდინარე წლის იანვრის თვეში და მხარეებმა მიაღწიეს ერთობლივ (ურთიერთსასარგებლო) შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ კომპანიამ უარი განაცხადა წამოწყებულ დავაზე სასამართლოში. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, კომპანიამ თბილისის სატრანსპორტო კომპანიისგან მიიღო კომპენსაციის სახით 4 300 000 დოლარი და კომპანიამ გადასცა სატრანსპორტო კომპანიას მის საკუთრებაში არსებული მატერიალური აქტივები, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ესაჭიროება პარკირების სისტემის შემდგომში სამართავად.

აღნიშნული შეთანხმების შედეგად, მხარეების მიერ მნიშვნელოვანი დანახარჯები იქნა თავიდან აცილებული, რომლის გაწევაც მხარეებს მოუწევდათ საარბიტრაჟო  დავის წარმართვის პროცესში. შესაბამისად შეთანხმების საფუძველზე კომპანია „სითი პარკმა“ გამოიხმო სასამართლოში და საერთაშორისო არბიტრაჟში მიმდინარე (სარჩელი) საჩივარი“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

გამოკითხულთა უმრავლესობა იმავე პარტიას მისცემს ხმას, რომელსაც 2016 წელს – NDI

ადმინისტრატორი

იპოდრომის კორტების ადგილზე, საცხოვრებელი კორპუსების პროექტი არ განხორციელდება

ადმინისტრატორი

მაქარაშვილი გარდაცვლილ ბებიას დასცინის

ადმინისტრატორი

“წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება ჩემს თავს” – ბიჭის ვიდეომიმართვა, რომელმაც სავარაუდოდ, დედა და და დახოცა

ადმინისტრატორი

აბსურდია პრეზიდენტსა და პატრიარქს შორის დიალოგზე საუბარი – მეუფე დემეტრე

ადმინისტრატორი

გუდაურში ფასდაკლების კვირეული იწყება

ადმინისტრატორი