დაე სპორტი

სპორტსმენმა ზურა დათუნაშვილმა ჟურნალისტ მაგდა კლდიაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

აღნიშნულთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია ავრცელებს.

„იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირდა აღმაშფოთებელი ფაქტი. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ, ამჟამად სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურა დათუნაშვილმა, უშვერი სიტყვებით გალანძღა სპორტული ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი.

„სპორტსმენის“ მხრიდან ჟურნალისტის მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფის და გინების კორიანტელს ასევე შეესწრნენ ტურნირზე აკრედიტებული სპორტული ჟურნალისტები – ოთარ მაღლაკელიძე და სალომე ხარატიშვილი.

მიგვაჩნია რომ ჟურნალისტის ასეთი (ან ნებისმიერი სხვა) სახით შეურაცხყოფა არის უაღრესად მდაბალი, სპორტსმენისა და მოჭიდავისათვის აბსოლუტურად შეუფერებელი და მიუღებელი საქციელი. ასეთი მოქცევისათვის დაუსჯელი არავინ არ უნდა დარჩეს. მივმართავთ თხოვნით საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას, რომ მომხდარის თაობაზე საქმის კურსში ჩააყენოს სერბეთის კოლეგა ფედერაცია, რომლის პრეროგატივაცაა დათუნაშვილის მისამართით სადამსჯელო ღონისძიების გატარება“ – არნიშNულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

კასრების ჩანაწერების ავტორებთან დგომა ძალიან უხერხულია – გია ვოლსკი

ადმინისტრატორი

წყალბურთში საქართველომ შვეიცარია 24-7 დაამარცხა

ადმინისტრატორი

ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან კანდიდატს წარადგენს

ადმინისტრატორი

უმრავლესობა დეპუტატებს გოდრებით დაატარებს – გიგი უგულავა

ადმინისტრატორი

„დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ მთავრობის ადმინისტრაციას წერილობით მიმართავს

ადმინისტრატორი

საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ – უმრავლესობა რეზოლუციის ჩაგდებაში ოპოზიციას ადანაშაულებს

ადმინისტრატორი