პოლიტიკა

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს – არჩილ თალაკვაძე

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

„თქვენ ნახეთ კამპანია, როგორ ჩაატარეს დიდი პარტიული ღონისძიება და როგორ აღნიშნეს ადამიანის დაპატიმრება და მისი შესვლა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. თქვენ რა, ვერ დაინახეთ იქ პოლიტიკური მოტივაციები და მისი გუნდი როგორ ცდილობდა ამ პატიმრობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას? გაგვცენ პასუხები, სახელმწიფოს რა ულტიმატუმს უყენებდნენ ეს ადამიანები, ბატონი გიგი უგულავას თანაგუნდელები. ეუბნებოდნენ, რომ თუ დააპატიმრებთ ამ ადამიანს, მაშინ ჩვენ გამოვალთ, დავაფიქსირებთ პროტესტს და მაქსიმალურად ჩავშლით დიალოგს. და თუ არ დააპატიმრებთ და მთლიანად გაათავისუფლებთ, თავს კარგად ვიგრძნობთო“, – განაცხადა თალაკვაძემ. 

მისი თქმით, არც ერთ დემოკრატიულ სისტემაში, არც აშშ-ში, არც ევროკავშირის რომელიმე წევრ ქვეყანაში არ მოხდებოდა და შეუძლებელი იქნებოდა, რომ უმძიმეს სისხლის სამართლებლივ დანაშაულებში მხილებული პოლიტიკური პარტია, სისტემურ ჩავარდნებზე პასუხისმგებელი პოლიტიკური პარტია შემდეგ არჩევნებში მოსულიყო და კიდევ პრეტენზია ჰქონოდა არჩევნებში და ხელისუფლებაში დაბრუნების. 

მსგავსი სიახლეები

ბიჭოთი ნუ მელაპარაკები შე უზრდელო – ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოში

ადმინისტრატორი

დიმიტრი პესკოვი: საქართველოსა და რუსეთის სს მინისტრების შეხვედრა პოზიტიურ ფაქტად შეიძლება ჩაითვალოს

ადმინისტრატორი

არანაირი კონტრაქცია, ორბელიანის მოედანზე გვაქვს ღონისძიება- “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი

ადმინისტრატორი

ირაკლი სესიაშვილი ლავროვი-ზალკანიანის შეხვედრაზე

ადმინისტრატორი

„პუტინის რეჟიმისთვის ახალი, კარგად დავიწყებული ძველია“ – ალექსეი ნავალნი

ადმინისტრატორი

ჩემი ბიჭები ჩამოვდინენ ჩემთან – მიხეილ სააკაშვილი

ადმინისტრატორი