საზოგადოება

რიკოთის უღელტეხილზე მომხდარი შემთხვევის გამო, ჩინურ კომპანიასთან შესაძლოა სასამართლო დავა დაიწყოს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისის კოორდინატორის, ირაკლი მხეიძის ინფორმაციით, ობიექტზე უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის და, ზოგადად, მიმდინარე პროექტის ფარგლებში შრომის უსაფრთხოების კანონთან კრიტიკული შეუსაბამობები ფიქსირდება.

“ჩინეთის ხიდებისა და გზების მშენებლობის კომპანიას, რომელიც ახორციელებს ავტობანის მშენებლობას, აქვს ძალიან დიდი დარღვევები შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით. მათი შეუსაბამობები შრომის კოდექსთან და, ასევე, შრომის უსაფრთხოების კანონთან არის კრიტიკული. სწორედ ამიტომ, ჩვენ წამოწყებული გვაქვს დავა. ამჟამად, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, უკვე 20 დღეა მედიაცია მიმდინარეობს, სწორედ იმიტომ, რომ ასეთი კრიტიკული შეუსაბამობები ფიქსირდება ამ კომპანიაში,”- განაცხადა ირაკლი მხეიძემ.

რიკოთის 13 კმ-იან ახალ გზას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ჩინური კომპანია China Road and Bridge Corporation-ი აშენებს, რომელთანაც საქართველოს ხელისუფლებამ ხელშეკრულება 2018 წელს გააფორმა. კომპანიას საქმიანობის 41 წლიანი ისტორია აქვს და ბოლო ათ წელიწადში 200-ზე მეტი გზა ააშენა.

მსგავსი სიახლეები

დვალი და აქიმიძე “რუსთავი 2“-ის პოტენციური მყიდველებს აფრთხილებენ

ადმინისტრატორი

რამდენიმე წუთის წინ, თევდორე მღვდლის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

ადმინისტრატორი

“მთავარი არხი” არის ბოროტების საამქრო!! საღორე!!! – ზაზა კევლიშვილი

ადმინისტრატორი

თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა

ადმინისტრატორი

ლენტეხში სოკოთი ინტოქსიკაციით 1 ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი მძიმე მდგომარეობაშია

ადმინისტრატორი

კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს – საქართველოში ჩინეთის ელჩი

ადმინისტრატორი