პოლიტიკა

მთავრობა ახორციელებს წარმატებულ რეფორმებს – სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში

აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში სელიმ ჩაკერმა ფონდის მიერ გავრცელებული რელიზის კომენტირებისას.
მისი თქმით, 2019 წელს მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა განაპირობა ტურიზმის სექტორის დივერსიფიცირებამ, დაკრედიტების ტემპის ზრდამ, მეტი საგადასახადო შემოსავლების მობილიზებამ, რომელიც მიმართულ იქნა კაპიტალური ხარჯების გასაზრდელად.
„უნდა აღინიშნოს ის პოზიტივი, რომელსაც საქართველომ მიაღწია გასულ წელს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი 4.6-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა. წინასწარი შეფასებით, 2019 წელს  ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამას ჰქონდა რამდენიმე მიზეზი, ერთ-ერთი ეს იყო ტურიზმის სექტორის მდგრადობა. საქართველომ შეძლო ამ დარგის კიდევ უფრო დივერსიფიცირება. მთავრობამ მოახერხა მეტი საგადასახადო შემოსავლების მობილიზება და კაპიტალური ხარჯების გაზრდა, რამაც რეკორდულ ნიშნულს – მშპ-ს 8 პროცენტს მიაღწია. ეროვნულმა ბანკმა სარეზერვო მოთხოვნა დაწია კომერციული ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში არსებულ დეპოზიტებზე, რამაც გამოიწვია უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზრდა. ყველაფერმა ამან განაპირობა მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. მთავრობა ახორციელებს წარმატებულ რეფორმებს. პარლამენტში შედის გადახდისუუნარობის კანონპროექტი, რაც ჩვენი აზრით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში ბიზნესგარემოს. საქართველოს მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ პენსიების ინდექსაციაზე, რომელსაც ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა.
მისი თქმით, 2020 წელი საქართველოსთვის საარჩევნო წელია და სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო მნიშვნელოვანია.

მსგავსი სიახლეები

ოთო კახიძე: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად გაკოტრებულია

ადმინისტრატორი

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი საქართველოდან არალეგალური მიგრანტების რაოდენობის მატებაზე საუბრობს

ადმინისტრატორი

დავით ზალკანიანი: მაქსიმალურად ვიყენებთ ყველა ფორმატს, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვანს, როგორიცა გაერო-ს უშიშროების საბჭო

ადმინისტრატორი

კოტე კემულარია: არსებობს საფრთხე, რომ ირაკლი ოქრუაშვილზე ზეგავლენა მოახდინონ

ადმინისტრატორი

ტიკარაძემ უფრო ვრცელი განმარტებები უნდა გააკეთოს სამედიცინო ჰოლდინგის შესახებ – დიმიტრი ხუნდაძე

ადმინისტრატორი

ოპოზიციური პარტიის ლიდერები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციაზე

ადმინისტრატორი