მსოფლიო

მოსკოვში ნიღბიანმა მამაკაცმა საკვირაო ღვთისმსახურებისას ტაძარში ორი ადამიანი დაჭრა

მოსკოვში მართლმადიდებლურ ტაძარში, საკვირაო ღვთისმსახურების დროს შეირაღებულმა პირმა ორი ადამიანი დაჭრა.

მამა კირილ სლადკოვის ინფორმაციით, თავდამსხმელს სათვალე და ნიღაბი ეკეთა და ყურსასმენებით მუსიკას უსმენდა. პოლიციის ინფორმაციით, მომხდარს ამ ეტაპზე ტერორიზმის კვალიფიკაცია არ აქვს. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. თავდასხმის მოტივი უცნობია.

„პოლიციამ 26 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც 16 თებერვლის დილას, ეკლესიაში შევიდა და ორი ადამიანი დანით დაჭრა“ – განაცხადა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ირინა ვოლკმა.

შემთხვევა ბასმანის რაიონში, ნიკოლოზ სასწაულმოქმედის სახელობის ტაძარში მოხდა.

მსგავსი სიახლეები

აშშ-ი აღმოსავლეთ სირიაში დამატებით ძალებს აგზავნის

ადმინისტრატორი

დონალდ ტრამპმა ახალი საიმიგრაციო პოლიტიკა დააანონსა

ადმინისტრატორი

ევროკავშირმა 6.8 მილიონი ევრო გამოყო მესტიაში ტურიზმის და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის

ადმინისტრატორი

უნგრეთი ევროკავშირს თურქეთთან დიალოგისკენ მოუწოდებს

ადმინისტრატორი

სტამბოლში პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა მიმდინარეობს

ადმინისტრატორი

კრისტინ ლაგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად დაინიშნა

ადმინისტრატორი