პოლიტიკა

საქართველოს ხვალ მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ეწვევა

ვიზიტი 17 თებერვალს დაიწყება და 19 თებერვალს დასრულდება. მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ,ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ. იუსოფი 17 თებერვალს შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან გამართავს. შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება.

18 თებერვალს კი მალაიზიელი სტუმარი საქართველოს პარლამენტს ეწვევა, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ კი პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

ვიზიტის ფარგლებში, 18 თებერვალს მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდება. ის ასევე აუდიენციას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.

19 თებერვალს მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად ასევე სოფელ დიდ ხურვალეთში ჩავა და საოკუპაციო ხაზს მოინახულებს.

მსგავსი სიახლეები

გია ვოლსკი: პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ხელაღებით საუბარი დამაზიანებელია

ადმინისტრატორი

ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილის წინააღმდეგ ეთიკის საბჭოს მიმართავს

ადმინისტრატორი

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს ტრენინგები ჩაუტარდებათ

ადმინისტრატორი

ანრი ოხანაშვილი: ლილუაშვილის კანდიდატურა სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია

ადმინისტრატორი

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიწყო

ადმინისტრატორი

რუსეთის ე.წ. საელჩო აფხაზეთში განცხადებას ავრცელებს

ადმინისტრატორი