პოლიტიკა

შესაძლოა პარლამენტშიც გარკვეული მოქმედებები დავგეგმოთ – თინა ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ოპოზიცია გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის არჩევას გააპროტესტებს. ბოკუჩავას განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავს.

„პარლამენტის შენობის გარეთ პროტესტი აუცილებლად იქნება. ეს პროტესტი საერთო ოპოზიციურ ფორმატშია შეთანხმებული. ბუნებრივია, შეუძლებელია პროტესტის გარეშე შეხვდეს ოპოზიცია შოთაძის დანიშვნას, რომელიც ივანიშვილმა თავის დროზე საზოგადოებრივი წნეხისა და სკანდალის ფონზე გაუშვა. ბუნებრივია, ბოიკოტის რეჟიმი არ დაირღვევა, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ რამდენიმე დეპუტატმა ასევე ინდივიდუალურ რეჟიმში, მხოლოდ და მხოლოდ პროტესტის გამოხატვის მიზნით, პარლამენტის შენობის შიგნითაც გარკვეული მოქმედებები დავგეგმოთ, იქნება ეს საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც იურიდიულ კომიტეტზე ხდება, თუ სამშაბათს, პლენარულ სხდომაზე.

როგორც წარსულში, ახლაც „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა ოპოზიციურ ძალებთან მჭიდრო კოორდინაციაშია, იქნება ეს საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო. სწორედ ერთობლივი ძალებით ვაპირებთ პარლამენტის შენობის პიკეტირებას. საინტერესოა, ამჯერად რომელი შესასვლელიდან შეაპარებენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, რომელთაც დაკარგული აქვთ სახე და საზოგადოების ნდობა. ასევე შოთაძეს, რეციკლირებულ პროკურორს, რომელსაც საზოგადოების მხრიდან ყოველგვარი ნდობა დაკარგული აქვს. საინტერესოა, მას რომელი შესასვლელიდან შეაპარებენ. ვაპირებთ, რომ სხვა ოპოზიციურ ძალებთან და სამოქალაქო მოძრაობებთან ერთად პარლამენტის ყველა შესასვლელთან ვიყოთ“,-განაცხადა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები

დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლოს ვაჟა გაფრინდაშვილი დე-ფაქტო ხელისუფლებამ -Amnesty International-ი

ადმინისტრატორი

კოშმარია, რასაც “NDI” აქვეყნებს – გედევან ფოფხაძე

ადმინისტრატორი

დღეს ოპოზიცია 2020 წლის პირველ შეხვედრას გამართავს

ადმინისტრატორი

სალომე ზურაბიშვილი მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულთა შეწყალებას გამოეხმაურა

ადმინისტრატორი

თადუმაძისგან განსხვავებით, ტაქსისტსაც კი ორი დიპლომი აქვს ჩვენს ქვეყანაში – დავით ბაქრაძე

ადმინისტრატორი

ვერ გავიგე რისგან არის გამომცხვარი ეს სააკაშვილი, მერაბიშვილი რომ აშავებდა შენ რა არ იცოდი? – ელისაშვილი სააკაშვილზე

ადმინისტრატორი