სამართალი

შსს-მ 2018 წელს დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ვ.კ. ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა სამართალდამცველებს 2018 წლის 11 აგვისტოს თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარი, 1975 წელს დაბადებული ლ.ს.-ს მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.
გამოძიება ანგარებით ან პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, 2019 წლის ოქტომბერში დაკავებულია 3 პირი. გარდა ამისა, 2019 წელს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და ამ დრომდე იძებნება 2 პირი.

მსგავსი სიახლეები

ჩემს ინტერესებში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატობა არ შედის – გიორგი მიქაუტაძე

ადმინისტრატორი

ლალი ფაფიაშვილი: არის გარკვეული ტიპის დანაშაულები, რომლებზეც შეწყალება არ უნდა გავრცელდეს

ადმინისტრატორი

ნოდარ მელაძემ პროკურატურა დატოვა

ადმინისტრატორი

შინაგან საქმეთა სამინისტრო: თბილისში დღეს დაგეგმილ​ი ყველა კინოჩვენება დაანონსებულ დროს დაიწყო

ადმინისტრატორი

საქართველოს პროკურატურ მედიაში გავრცელებულ ნიკა მელიას ახალ ვიდეოკადრებს ეხმაურება

ადმინისტრატორი

ნატა ფერაძე ხელწერილით გაათავისუფლეს

ადმინისტრატორი