კულტურა

კინორეჟისორი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა

82 წლის ასაკში ქართველი კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა.

გიორგი შენგელაია 1937 წლის 11 მაისს დაიბადა. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1962 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.

პირველი ფილმი „ალავერდობა” (1963) გადაიღო გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით, 1969 წელს კი მხატვარ ნიკო ფიროსმანის შესახებ ფილმი „ფიროსმანი“.

მას ეკუთვნის ასევე „მაცი ხვიტია” (1966), მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“ და ფილმი „ხარება და გოგია” (1987).

გიორგი შენგელაიამ 2000 წელს გადაიღო ფილმი „სიყვარული ვენახში“, 2005 წელს კი „მიდიოდა მატარებელი“.

მსგავსი სიახლეები

სათაფლიაში იურული პარკი განახლდა

ადმინისტრატორი

მუცოს შესახებ დოკუმენტური ფილმით საქართველო პარიზის კულტურული მემკვიდრეობის სამიტზე წარსდგა

ადმინისტრატორი

რუმინეთის ეროვნული მუზეუმის მთავარ დარბაზში, ვახტანგ მეექვსის სტამბის ყველა გამოცემა გამოიფინა

ადმინისტრატორი

ქართული ღვინო გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

ადმინისტრატორი

ევროპაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა გაიზარდა- ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „დოიჩე ველე“

ადმინისტრატორი

დასრულდა პროექტი „ახალგაზრდა დიპლომატები”

ადმინისტრატორი