სპორტი

კორონავირუსის გამო ტოკიოს ოლიმპიადის გაუქმება არ იგეგმება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კორონავირუსის ეპიდემიის გამო ტოკიოში ოლიმპიური თამაშების გაუქმებას ან გადატანას არ გეგმავს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, ხოლო ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ზომების მიღება ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების მნიშვნელოვანი ნაწილია.

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში აცხადებენ, რომ მუდმივი კონტაქტი აქვთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რომელიც ასევე ოლიმპიური თამაშების გაუქმების ან გადატანის საფუძველს არ ხედავს.

ოლიმპიური თამაშები ტოკიოში მიმდინარე წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაიმართოს.

მსგავსი სიახლეები

აჭარამ შესაძლოა ევროპის სპორტის რეგიონის წოდება მიიღოს

ადმინისტრატორი

ქართველი მსაჯები 2019-2020 წლების “ჩელენჯ კაპზე” სამ მატჩზე იმსაჯებენ

ადმინისტრატორი

თსუ-ს ფუტსალის გუნდი საუნივერსიტეტო ევროპირველობაზე პორტუგალიაში მიემგზავრება

ადმინისტრატორი

“დინამოს” 11-წლამდე შემადგენლობამ ვილნიუსში მიმდინარე ატეიტის თასის გათამაშება ტრიუმფით დაასრულა

ადმინისტრატორი

გიბრალტართან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ადმინისტრატორი

დასახელდნენ მოჭიდავეები, რომლებიც იასპარეზებენ რომში, ევროპის ჩემპიონატზე

ადმინისტრატორი