სპორტი

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა

ამის მიზეზი კვორუმის არარსებობა გახდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება არჩევნები.

როგორც რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემგანაცხადა, რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩაშლის მიზეზი ის არის, რომ დელეგატთა ნახევარზე მეტი არჩევნებზე არ გამოცხადდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უცნობია, თუ რა მიზეზით არ გამოცხადდნენ დელეგატები.

„დელეგატთა ნახევარზე მეტი არ გამოცხადდა. საერთო კრებამ დაამტკიცა, რომ ყრილობა ჩაშლილია“, – განაცხადა აბუსერიძემ. 

მისივე განმარტებით, ქართული რაგბი და ხალხი ყოველთვის ცდილობდა სახლიდან მოეტანა ფული, იმისათვის, რომ რაგბი შენარჩუნებულიყო. 

„აუდიტის დასკვნიდან გამომდინარე კი დღისათვის სხვანაირად არის. ამიტომ, ბოლომდე ვიბრძოლებთ. ბავშვები, მწვრთნელები, კლუბის პრეზიდენტები, რეგიონები დილიდან საღამომდე შრომობენ, იმისათვის, რომ ქართული რაგბი წინ წავიდეს. მაგრამ მეორე მხრივ, სხვანაირად ხდება. ამიტომ არსებულ კითხვებზე პასუხი უნდა გაეცეს და მერე ვისაუბროთ“, – განაცხადა აბუსერიძემ.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი – ბაჩო ხურციძე, ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე იბრძოდა.

მსგავსი სიახლეები

გიორგი შერმადინმა მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა

ადმინისტრატორი

მამუკა გორგოძე მსოფლიო თასის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

ადმინისტრატორი

ხუთი ქართველი სამბისტი ევროპული თამაშების ფინალშია

ადმინისტრატორი

ბათუმის “დინამო” საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრი ითამაშებს

ადმინისტრატორი

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 30 წლისაა

ადმინისტრატორი

გიბრალტართან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ადმინისტრატორი