დაე კულტურა

დათა თავაძის სპექტაკლმა ბერლინში ფურორი მოახდინა

ახალგაზრდა ქართველმა რეჟისორმა დათა თავაძემ ბერლინის გერმანულ საოპერო თეატრში (Deutsche Oper Berlin) დადგა სპექტაკლი „ყველა [კვდება]“.

„ყველა [კვდება]“ ავსტრიელი დრამატურგის ფერდინანდ შმალცის პიესაა, რომელმაც ეს ნაწარმოები ჰიუგო ფონ ჰოფმანსტალის Jedermann-ის მოტივებზე შექმნა. დადგმაში მონაწილეობა მიიღო კიდევ ერთმა ქართველმა – ნიკა ფასურმა, რომელმაც სპექტაკლი მუსიკალურად გააფორმა.

„დათა თავაძემ, თბილისის სამეფო უბნის თეატრის რეჟისორმა და საქართველოში ერთ–ერთმა გამოჩენილმა ახალგაზრდა რეჟისორმა, წარმოადგინა თამაში ფულზე, ხელისუფლებასა და სიკვდილზე“, – ნათქვამია თეატრის ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალაში სპექტაკლის შესახებ.

დათა თავაძე ცნობილი ქართველი მსახიობების ნიკა თავაძისა და ნატო მურვანიძის შვილია. სამეფო უბნის თეატრის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მთავარი რეჟისორი პერსპექტიულ თეატრალურ რეჟისორად მიიჩნევა. მის ნამუშევრებს აჩვენებენ როგორც საქართველოს, ისე ევროპის (და არა მხოლოდ) თეატრალურ სცენებზე.

თავაძის სპექტაკლი „პრომეთე: დამოუკიდებლობის 25 წელი” 2016 წელს, თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის ვერსიით, გამარჯვებულად აღიარეს ნომინაციებში „საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი” და „საუკეთესო სპექტაკლი”.

იმავე წელს დათა თავაძის „სახეები” პრიზიორი გახდა ბულგარეთში სტუდენტური თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე „დანაილ ჩირპანსკი”.

თავაძე ამჟამად გერმანულ თეატრებში აქტიურად დგამს სპექტაკლებს.

მსგავსი სიახლეები

„ლეიბორისტები” ხელისუფლებას კორუფციული გარიგების მცდელობაში ადანაშაულებენ

ადმინისტრატორი

„ზურაბ ჟვანიას ფონდი“ „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს

ადმინისტრატორი

ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა

ადმინისტრატორი

აშშ-ის განცხადება, რეალურად საქართველოს მხარდამჭერი განცხადებაა – ირაკლი კობახიძე

ადმინისტრატორი

საქართველოს შესახებ რეკლამამ სათავგადასავლო ტურიზმის მსოფლიო სამიტზე გაიმარჯვა

ადმინისტრატორი

ჩემთვის პროპორციული არჩევნები ძალიან ღირებული იყო – თამარ ჩუგოშვილი

ადმინისტრატორი